ENews.Ge ახალი ამბები

დაშორდა თუ არა მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე უცხოელ ქმარს? – ცოტა ხნის წინ შვილებთან ერთად საქართველოში დაბრუნდა



რამდენიმე წლის წინ მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე ქართული სცენიდან გაქრა – მან ცხოვრება საზღვარგარეთ გააგრძელა, სადაც დაქორწინდა და ორი შვილი შეეძინა. მისი მეუღლე პროდიუსერი ბორისლავ მილანოვი გახდა. ისინი შვილებთან ერთად ვენაში ცხოვრობდნენ, თუმცა თაკოსთვის ოჯახისა და მეგობრებისგან შორს ყოფნა, კარიერისგან დისტანცირება რთული აღმოჩნდა და ცოტა ხნის წინ შვილებთან ერთად კვლავ საქართველოში დაბრუნდა. 

თაკო გაჩეჩილაძე დღეს ეკრანებზე ხშირად აღარ ჩანს, თუმცა აქტიურია სოციალურ ქსელში, სადაც ხშირად იღებს კითხვებს პირადი ცხოვრების შესახებ. მომღერალს ამ თემაზე თავად არ უსაუბრია, თუმცა მისმა მეგობარმა, მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა გადაცემა „სარკასტიკაში“ სტუმრობისას მოკლე კომენტარი გააკეთა: 

“ოფიციალურად არ დაშორებულან, პატარა უთანხმოებაა. თაკო აქ არის შვილებთან ერთად, მისი მეუღლე – ვენაში”, – აღნიშნა ნინიმ. 

თაკო გაჩეჩილაძე 1983 წლის 17 მარტს დაიბადა. გუნდში სიმღერა 7 წლის ასაკიდან დაიწყო. შემდეგ იყო „ბასტი ბუბუ” და სიმღერა „პეპი გრძელი წინდა”, რომლითაც კიკინებიანმა გოგომ ყველას თავი დაამახსოვრა და ასე მოვიდა ბავშვობიდან პოპულარობა.

“ზოგადად, ტრადიციების მიმდევარი და პატრიოტი ადამიანი ვარ. ყოველთვის საზღვარგარეთ ცხოვრება მინდოდა – და ეს ოცნებაც ამიხდა. ცოლად გავყევი უცხოელს და ვენაში აღმოვჩნდი. ვენა ულამაზესი ქალაქია, თავისი კულტურით, მუზეუმებით…

მაგრამ გავიდა ცოტა ხანი და მივხვდი, რომ ძალიან ცუდად ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ მენატრებოდა საკუთარი ოჯახი, დედა, მამა, და, მეგობრები, ძალიან მენატრებოდა თბილისი. პირველ რიგში, თბილისის ანძა. რადგან ანძა არის ჩემი სახლის სიმბოლო. როცა საშუალება მაქვს, სულ მოვდივარ თბილისში. თბილისის ანძას დავინახავ თუ არა, სასწაული გრძნობა მეუფლება – მგონია, რომ დაცული ვარ. ახლა მივხვდი, რომ ჩემი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრება არ მინდა” – ამბობს თაკო გაჩეჩილაძე. 

ევროვიზიის კონკურსის დროს მომღერალმა მომავალი მეუღლე, წარმოშობით ბულგარელი პროდიუსერი ბორისლავ მილანოვი გაიცნო. წყვილის ურთიერთობა მალევე აეწყო და მათ 2018 წელს იქორწინეს. საყვარელმა მამაკაცმა მომღერალს ხელი ვენაში სთხოვა, 2019 წელს კი მათ ახლობლების გარემოცვაში, საქართველოში, ქორწილიც გადაიხადეს. თაკოსა და ბორისს ორი შვილი, გაბრიელა და ილა ჰყავთ. 

წყარო: marao.ge

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა