ENews.Ge ახალი ამბები

თბილისში, მგალობლიშვილის ქუჩაზე მოკლული 37 წლის ქალია - სისხლიანი ანგარიშსწორების ახალი დეტალები



დეტალები

თბილისში, მგალობლიშვილის ქუჩაზე მოკლული 37 წლის ქალია - სისხლიანი ანგარიშსწორების ახალი დეტალები


თბილისში, მგალობლიშვილის ქუჩაზე მოკლული უცხო ქვეყნის მოქალაქე, 37 წლის ქალია - როგორც "პირველებს" უყვებიან, დაკავებული 26 წლის პირი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, მოკლულის მეგობარი მამაკაცია.

"ტვ პირველის" ინფორმაციით, მოკლული საქართველოში სტუმრად რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა და ბინა იქირავა. 

გამოძიება ამბობს, რომ წყვილს შორის უთანხმოება ნაქირავებ ბინაში ფულის გამო მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, კაცი სწორედ თანხის გამოძალვას ცდილობდა ქალისთვის, რა დროსაც მას სასიკვდილო დაზიანებები დანით მიაყენა და გაიქცა. 

მომხდარიდან რამდენიმე საათში ბრალდებული პოლიციაში ბრალის აღიარებით გამოცხადდა და დანაშაულის ჩადენის იარაღიც წარადგინა.

დაკავებულ 26 წლის კაცს  ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით ( განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ანგარებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლიანი ანგარიშსწორება თბილისში გუშინ მგალობლიშვილის ქუჩა N1-ში მდებარე ბინაში მოხდა. 

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა