რას წერს სამტრედიაში მომხდარი მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული ბიჭის მეუღლე
7 სექტემბერს გვქონდა ქორწილი და 7 თვე გვქონია ბედნიერი თანაცხოვრება. მენატრები, ჩემო თბილო და მოსიყვარულე მეუღლევ!“ – წერს სოციალურ ქსელში სამტრედიაში ავარიის შედეგად დაღუპული 23 წლის ბესო შარაშენიძის მეუღლე მარი კაპანაძე.
ცნობისთვის, სამტრედიაში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა. მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 23 წლის მამაკაცი დაიღუპა. გარდაცვლილი მამაკაცი ადგილობრივი ბესო შარაშენიძეა. შემთხვევა გუშინ, 25 აპრილს, გვიან ღამით, აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა. ამავე ავარიისას სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო კიდევ ექვსმა პირმა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.











