ENews.Ge ახალი ამბები

დააპატიმრეს მძღოლი, რომელმაც გუშინ 10 წლის ბავშვი იმსხვერპლა – ვინ არის დაკავებული და რამდენი წელი პატიმრობა ემუქრება მას?



დაკავებულია 19 წლის მძღოლი, რომელმაც ბოლნისში მსუბუქი ავტომობილით 10 წლის ბიჭი იმსხვერპლა.

ტრაგედია გუშინ, 28 აპრილს მარნეული-ბოლნისის გზაზე სოფელ ქოლაგირში დატრიალდა.

marneulinews-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი ბიჭი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლ ცურტავის (ქოლაგირი) მკვიდრი 10 წლის ელდარ ჰუსეინოვია. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამრღვევი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა