ENews.Ge ახალი ამბები

15 წლის გოგო მაღალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდა – ტრაგედია



ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში, 15 წლის გოგო 16-სართულიანი შენობიდან გადმოვარდა.

„ბავშვთა უფლებების“ დამცველის, მაკტინა ჯინჯოლიას ინფორმაციით, „რაიონის პროკურატურამ“ მომხდარზე მოკვლევა დაიწყო და მიმდინარეობს გარემოებების დადგენა.

მისივე თქმით, გარდაცვლილი სკოლა-ინტერნატის მოსწავლე იყო და მანამდე სუიციდური ქცევის ნიშნები არ დაფიქსირებულა.

„გოგონა იყო მოწესრიგებული და წარმატებული, კარგად სწავლობდა, იყო კალათბურთელი და შეჯიბრებისთვის ემზადებოდა. ის იზრდებოდა მოსიყვარულე ოჯახში, სადაც ორი შვილი ჰყავთ“, – აღნიშნა ჯინჯოლიამ. 

მისივე ცნობით, შემთხვევის დღეს მოზარდი სკოლაში იმყოფებოდა, გაკვეთილების შემდეგ დაესწრო კონცერტს და შემდეგ სახლში უნდა დაბრუნებულიყო.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა