კიდევ ერთი მაღალ ჩინოსანი დააკავეს ახლახანს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა. შესაბამისი განცხადება სუს-ში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.
უწყების ცნობით, ლევან ახობაძე დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე.












