ENews.Ge ახალი ამბები

"საყვარელი ადამიანების დაკარგვის შიში ყველას აქვს, მაგრამ მე ამ შიშს თვალებში ჩავხედე" - რას ჰყვება ანა ჯავახიშვილი



ჟურ­ნა­ლი "თბი­ლი­სე­ლე­ბი" მსა­ხი­ობ­თან და ინფლუ­ენ­სერ­თან, ანა ჯა­ვა­ხიშ­ვილ­თან ინ­ტერ­ვი­უს აქ­ვეყ­ნებს. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს ინ­ტერ­ვი­უ­დან.

– რო­გო­რია შენ­თვის სა­ოც­ნე­ბო ცხოვ­რე­ბა?

– რთუ­ლია თქმა, მაგ­რამ ალ­ბათ, რაც არ გვაქვს, ის გვგო­ნია სა­ოც­ნე­ბო. რე­ა­ლუ­რად, ხუთი წლის ანას­თვის რომ მე­კი­თხა, რო­გო­რი იყო მისი სა­ოც­ნე­ბო ცხოვ­რე­ბა, იმ ცხოვ­რე­ბას აღ­წერ­და, რო­მე­ლიც დღეს მაქვს. ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა სრუ­ლი­ად მაკ­მა­ყო­ფი­ლებს და ვფიქ­რობ, რომ ზუს­ტად ეს არის სა­ოც­ნე­ბო.

მაქვს ოჯა­ხი, მყავს მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც მიყ­ვარს და რო­მელ­საც ვუყ­ვარ­ვარ, ვა­კე­თებ საქ­მეს, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს. ჰი­პო­თე­ტურ ოც­ნე­ბებ­ზე ფიქ­რი, მგო­ნია, რომ არ უხ­დე­ბა ჩვენს მენ­ტა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას. მი­ლი­ო­ნი რომ მქონ­დეს, იახ­ტა და ასე შემ­დეგ – ასე­თი აზ­რე­ბით არ ვიღ­ლი თავს.

– რამ­დე­ნად ემო­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ხარ და გულ­ჩვი­ლო­ბაც თუ გა­ხა­სი­ა­თებს?

– გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბელ ფილ­მს თუ ვუ­ყუ­რებ, ძა­ლი­ან გულ­ჩვი­ლი ვარ, ცხოვ­რე­ბა­ში – იშ­ვი­ა­თად.

რაც შე­ე­ხე­ბა ემო­ცი­უ­რო­ბას, რო­გორც და­სა­წყის­ში­ვე აღ­ვნიშ­ნე, ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი ვარ. ზედ­მე­ტად გან­ვიც­დი, ზედ­მე­ტად მი­ხა­რია, ძა­ლი­ან ბევ­რს ვფიქ­რობ ისეთ სა­კი­თხებ­ზე, რა­ზეც არ არის სა­ჭი­რო ამ­დე­ნი ფიქ­რი. სპექ­ტაკ­ლი რომ მე­წყე­ბა, ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­იძ­ლე­ბა სამი წელი ვთა­მა­შობ­დე სპექ­ტაკლს, და­სა­წყის­ში მა­ინც გული ამო­მი­ვარ­დე­ბა ხოლ­მე, ხე­ლის­გუ­ლე­ბი მი­ოფ­ლი­ან­დე­ბა და პირი მიშ­რე­ბა. სულ მგო­ნია, დრო რომ გავა, ასე აღარ ვიქ­ნე­ბი, მაგ­რამ უკვე საკ­მა­რი­სი დრო გა­ვი­და და არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა.

– რო­დის იტი­რე ბედ­ნი­ე­რე­ბი­სა და ტკი­ვი­ლით გა­მოწ­ვე­უ­ლი ცრემ­ლე­ბით?

– მგო­ნია, რომ ყვე­ლას ცხოვ­რე­ბა­ში არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა ასე­თი მო­მენ­ტი. მახ­სოვს, რო­დის ვი­ტი­რე ბედ­ნი­ე­რე­ბის ცრემ­ლე­ბით, მაგ­რამ მტკივ­ნე­ულ მო­მენ­ტებს რაც შე­ე­ხე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან ბევ­რჯერ ყო­ფი­ლა.

ბედ­ნი­ე­რე­ბის­გან წა­მო­მი­ვი­და ცრემ­ლი, როცა გა­ვი­გე, რომ ჩვე­ნი ფილ­მი „და ჩვენ ვი­ცეკ­ვეთ“ კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე გა­დი­ო­და. მახ­სოვს, მა­შინ სი­ხა­რუ­ლის­გან ისე ვი­კივ­ლე, ში­შის­გან კატა და­ი­მა­ლა და ორი დღე არ გა­მო­სუ­ლა სა­მა­ლა­ვი­დან (იცი­ნის).

– ყვე­ლა­ზე დიდი შიში რო­დის გა­ნი­ცა­დე?

– ალ­ბათ, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და­კარ­გვის შიში ყვე­ლას აქვს, მაგ­რამ როცა მა­მა­ჩე­მი გარ­და­იც­ვა­ლა, ამ შიშს თვა­ლებ­ში ჩავ­ხე­დე. ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­შინ შე­მე­შინ­და. ეს სამი წლის წინ მოხ­და (ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია)

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა