ავტობანზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა - ქალი ადგილზე დაიღუპა
ინფორმაციას მთავარს თვითმხილველები აწვდიან. მათივე ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა იგოეთის მიმდებარედ მოხდა. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.












