3 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
იჩენთ, თუმცა საკუთარ თავზე ზრუნვაც აუცილებელია. შეგიძლიათ პირადი ინტერესებისთვის დრო სინდისის ქენჯნის გარეშე გამონახოთ. თუ ოჯახში დაძაბული ურთიერთობებია, ეცადეთ, პრობლემა დიპლომატიური გზით მოაგვაროთ. მოსალოდნელია სამუშაო ადგილის ან პროფესიული სფეროს შეცვლა, თუმცა ახალ გარემოში დამკვიდრებას საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდება. ვარსკვლავები გირჩევენ, მოვლენები არ დააჩქაროთ — ეს რთული დღეა, რომელიც მოთმინებას მოითხოვს.
სასწორი
ამ დღეს გული სიყვარულსა და გართობას გთხოვთ, თუმცა ცხოვრება საოჯახო საქმეების მოგვარებას გაიძულებთ. იდეალური დღეა ხელმძღვანელობასთან და გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობისთვის. ამ დღეს დადებული ხელშეკრულებები და მომგებიანი აღმოჩნდება. სიფხიზლეს ნუ დაკარგავთ და ნუ მისცემთ მოვლენებს საშუალებას, არჩეული გეგმიდან გადაგახვევინონ. ლიდერის თვისებები სასურველის მიღწევაში დაგეხმარებათ, თუმცა ეცადეთ, ამით კოლეგები არ გააღიზიანოთ. დღის განმავლობაში კომპიუტერთან ნაკლები დრო გაატარეთ — თქვენს თვალებს ახლა დასვენება სჭირდება.
მორიელი
მარტოხელა მორიელმა შეიძლება კოლეგასთან რომანი გააბას, თუმცა, ასტროლოგიური პროგნოზის თანახმად, ეს ურთიერთობა მაინც განწირულია. ასე რომ, კარგად დაფიქრდით — ღირს კი ენერგიის დახარჯვა იმაზე, რასაც მომავალი არ აქვს? უმჯობესია, თავისუფალი დრო ოჯახს დაუთმოთ — ახლა განტვირთვა და საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა ჰაერივით გჭირდებათ. წინ საკმაოდ დაძაბული პერიოდი გელით: მოსალოდნელია მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებიც უახლოესი თვეების მოვლენებს განსაზღვრავს. საქმიან სფეროში ნდობა ყველაზე ძვირფასი კაპიტალია — თუ ეშმაკობასა და ფანდებს მიმართავთ, შეიძლება ავტორიტეტთან ერთად გარშემომყოფთა პატივისცემაც დაკარგოთ. დადებითი განწყობა თქვენი მხნეობისა და სიმტკიცის გარანტიაა. წვრილმანებზე ნუ ინერვიულებთ — ეს ჩვევა მხოლოდ ხასიათს გაგიფუჭებთ.
მშვილდოსანი
ძვირფას დროს ეჭვებზე ნუ დახარჯავთ, უბრალოდ, მაქსიმალურად გულწრფელი იყავით და სიყვარულით დატკბით! სახლიდან ხშირად გადით და ხალხში გაერიეთ. რაკი უარის თქმა გიჭირთ, შესაძლოა, კოლეგამ ან ხელმძღვანელმა ისარგებლოს და სამუშაო დაგიმატოთ. გაუთვალისწინებელი გარემოებებისა თუ ტექნიკური შეფერხებების გამო, შესაძლოა შეთანხმება დაირღვეს, ამიტომ ნუ იჩქარებთ და თითოეული ნაბიჯი წინასწარ გათვალეთ. ხერხემლის პრობლემების ხანგრძლივად უგულებელყოფა ადრე თუ გვიან დაგაზარალებთ, ამიტომ ნუ გადადებთ და ექიმს დროულად მიმართეთ.
თხის რქა
პარტნიორთან მცირე გაუგებრობა გელით, თუმცა ნუ იდარდებთ — თქვენი სიყვარული გამოცდას გაუძლებს, რაც ურთიერთობას მხოლოდ განამტკიცებს. საჭიროების შემთხვევაში, ბანკიდან იპოთეკური სესხის ხელსაყრელი პირობებით აღებას შეძლებთ, რომლის დაფარვაც არ გაგიჭირდებათ. ხელმძღვანელის ზურგს უკან ინტრიგების ხლართვას ნუ ეცდებით, თორემ შეიძლება სხვისთვის დაგებულ მახეში თავად გაებათ. უახლოეს მომავალში, ხარჯების ზრდისა და ხელფასის დაგვიანების გამო, შესაძლოა ფულის ნაკლებობა იგრძნოთ. ვარსკვლავები ასევე გაფრთხილებენ, რომ შესაძლოა ძველმა ტრავმებმა თავი შეგახსენონ, ამიტომ გადაღლას უნდა მოერიდოთ.
მერწყული
ასტროლოგები მარტოხელა მერწყულებს აფრთხილებენ, რომ თუ ინიციატივას არ გამოიჩენენ და სახლში ჩაიკეტებიან, კიდევ დიდხანს დარჩებიან მარტო. სოციალური ქსელებით საბედოს ძებნას მოერიდეთ - შესაძლებელია თაღლითს გადააწყდეთ. ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებისას ფორსმაჟორული სიტუაციები აუცილებლად გაითვალისწინეთ. თავი შორს დაიჭირეთ იმ ადამიანებისგან, რომლებმაც შეიძლება თავიანთი მავნე ჩვევებით თქვენზე გავლენა მოახდინონ. ამ დღეს უმჯობესია ალკოჰოლზე უარი თქვათ, თორემ საკუთარი სიტყვების და საქციელის დიდხანს შეგრცხვებათ.
თევზები
მალე თქვენს ცხოვრებაში ახალი ურთიერთობა დაიწყება, ასე რომ, მომენტით დატკბით და საკუთარ ემოციებს მიჰყევით. სამსახურში დამატებით ვალდებულებებს ნუ იკისრებთ — ისედაც გადატვირთული ხართ. გადაუდებელი საქმეები გაუთვალისწინებელ ხარჯებს მოითხოვს. აუცილებლობის შემთხვევაში, საბანკო სესხის აღებას სჯობს, ფულის მეგობრებისგან ან ნათესავებისგან ისესხოთ. ეცადეთ, ნეგატიური ემოციები აკონტროლოთ — განწყობა შესაძლოა მკვეთრად გაგიფუჭდეთ, რაც გარშემომყოფებთან ურთიერთობაზე უარყოფითად აისახება. ფრთხილად იყავით მედიკამენტებთან და ალკოჰოლურ სასმელთან - ინტოქსიკაცია გამორიცხული არ არის.












