ENews.Ge ახალი ამბები

6 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი



თავგადასავალი გამოჩნდა! თქვენგან მხოლოდ ერთი რამ არის საჭირო — მისკენ ნაბიჯი გადადგათ. ეცადეთ ადრე გაიღვიძოთ, რომ დღის პირველ ნახევარში რაც შეიძლება მეტის გაკეთება შეძლოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ შეხვედრები და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები დილით დანიშნოთ. ამ დღეს მხოლოდ ის უნდა აკეთოთ, რაც იოლად გამოგდით. შესაძლოა, სამსახურში აჩქარებამ, მოქმედებების შეუთანხმებლობამ ან გადაჭარბებულმა ამბიციებმა სირთულეები გამოიწვიოს. თუ თქვენი საქმიანობა პირდაპირ ფინანსებს უკავშირდება, ეს დღე მაღალ პასუხისმგებლობას მოითხოვს! ადამიანების დარწმუნება არასოდეს გიჭირდათ, ამიტომ საკუთარი იდეებით გარშემო მყოფთა დარწმუნებას ადვილად შეძლებთ. კვების ინდივიდუალური გეგმის შესადგენად, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას, მიზნებსა და გემოვნებას გაითვალისწინებს, პროფესიონალ დიეტოლოგს მიმართეთ.

მორიელი

გრძნობებს საკუთარ თავში ნუ ჩაკეტავთ, მიეცით სიყვარულს გზა, რომ ირგვლივ ყველაფერი გაათბოს. გაატარეთ დრო პარტნიორთან ერთად და ეს დღე სიყვარულითა და სითბოთი იქნება სავსე. ასტროლოგები თქვენი ნიშნით დაბადებულთა ავტორიტეტისა და პოპულარობის ზრდას პროგნოზირებენ. გამორიცხული არ არის, დღეს უჩვეულო როლის მორგება მოგიწიოთ. საქმე, რომელიც ადრე შეუძლებლად მიგაჩნდათ, თქვენ სასარგებლოდ გადაწყდება. მოსალოდნელია მცირე ფინანსური შეფერხებები. აუცილებლობის გარეშე ორგანიზმს ფიზიკურად ნუ გადატვირთავთ. ამოიღეთ რაციონიდან ცხიმიანი საკვები, რაც სისხლში ქოლესტერინის დონეს ზრდის.

მშვილდოსანი

დააფასეთ ის, რაც გაქვთ და ახალ შთაბეჭდილებებს ნუ გამოეკიდებით — ასე თუ ისე, ახალს ვერაფერს შეიტყობთ, ურთიერთობას კი ნამდვილად დააზიანებთ. სიმამაცესა და მიზანდასახულობას სწორედ იქ გამოავლენთ, სადაც საჭიროა, ხოლო თუ კომპრომისის პოვნა გახდება საჭირო, ამას დროულად და ზედმეტი ემოციების გარეშე გააკეთებთ. დღის მეორე ნახევარში სამსახურსა თუ კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებით ახალი იდეები გეწვევათ. შესაძლოა, დადოთ გარიგება, რომელიც მნიშვნელოვან მოგებას მოგიტანთ. ამინდის მიმართ მგრძნობიარე მშვილდოსნები შესაძლოა, დღის მეორე ნახევრამდე სუსტად გამოხატულმა თავბრუსხვევამ, საერთო სისუსტემ ან სახსრების ტკივილმა შეაწუხოს.

თხის რქა

ახალ ნაცნობობაზე მეტისმეტად დიდ იმედებს ნუ დაამყარებთ — სავარაუდოდ, ხანგრძლივი ურთიერთობის აწყობა ვერ მოხერხდება. დღეს თქვენი ნიშნის ბევრ წარმომადგენელს საყიდლებზე სიარული და მცირე საყოფაცხოვრებო საქმეების მოგვარება მოუწევს. შუადღის შემდეგ მოსალოდნელია სტუმრების მოსვლაც. კოლეგებთან, მეგობრებთან, პარტნიორებთან და უცხო ადამიანებთან ურთიერთობაში თავაზიანობა შეინარჩუნეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ რთულ სიტუაციაში წარსული გამოცდილება გაიხსენოთ, რომ შეცდომა თავიდან აიცილოთ. საღამოს მოსალოდნელია დეპრესიული განწყობა — დარჩით საკუთარ თავთან მარტო და ეცადეთ სულიერი სიმშვიდე დაიბრუნოთ.

მერწყული

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა დაიძაბა? გირჩევთ ცოტა ხნით მარტო დატოვოთ, რომ საკუთარ გრძნობებში გაერკვიოს. დღეს მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ სამომავლო გეგმების შესახებ რჩევა ახლობლებს ჰკითხოთ. საოჯახო თათბირი ხანმოკლე, მაგრამ საინტერესო იქნება. ნუ დააყენებთ საკუთარ რეპუტაციას დარტყმის ქვეშ და ფრთხილად იყავით! სამსახურებრივმა რომანმა შეიძლება თქვენი იმიჯი სერიოზულად დააზიანოს. ეცადეთ, ამ დღეს საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. სატურნი თქვენს ნიშანზე უარყოფით გავლენას ახდენს, ამიტომ შეცდომების დაშვების რისკი მაღალია. თუ ფრენა გაქვთ დაგეგმილი, უმჯობესია რამდენიმე დღით გადადოთ.

თევზები

მალე თქვენს ცხოვრებაში რომანტიკა და სიყვარული შემოაბიჯებს, თუმცა მზად იყავით, რომ ფეხდაფეხ კამათი და ურთიერთობების გარკვევა მოჰყვება. წინ ენერგიული და ემოციურად დაძაბული პერიოდი გელით და დღე სირბილსა და საუბრებში ჩაივლის. ვარსკვლავები მიანიშნებენ, რომ ბევრი მუშაობა და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება მოგიწევთ. სარისკო გარიგებებსა თუ ერთი შეხედვით საეჭვო წამოწყებებში მონაწილეობა ნუ შეგაშინებთ — იღბალი თქვენს მხარესაა. ეს დღე იდეალურია ფიზიკური აქტიურობისთვის. ურანის მფარველობის წყალობით თქვენი ენერგეტიკა საგრძნობლად გაიზრდება.


კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა