ENews.Ge ახალი ამბები

მაგდა პაპიძე დიდ საიდუმლოს ფარდას ხდის.შვილის და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული ქალო

მჭედლიშვილი? ის ხომ ერთადერთი მოწმე იყო, ვისაც ომარი ტელეფონით ესაუბრა? უბრალოდ, მოეყვანა პროცესზე ბრალდებას და ჩემს წინ დაესვა მისთვის კითხვა, „რაზე გესაუბრათ ომარი მკვლელობის დღეს? – მაგრამ ეს არ გაუკეთებია გამოძიებას. მეტიც, იყენებდნენ პროცესზე იმ სამეზობლოს ჩემს წინააღმდეგ, რომელთანაც მე სრული შეგნებით იზოლირებულად ვცხოვრობდი და ამით ისინი ზედმეტადაც კი ღიზიანდებოდნენ.

მეექვსე, აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი, რომ ომარის სისხლის კვალი იწყება არა ოთახიდან ან ოთახის ზღურბლიდან, არამედ სწორედ იმ დერეფნის ადგილიდან, სადაც მე ომარი წაქცეული ვნახე შუაღამით. იმას, რასაც ბრალდება ამტკიცებს, რომ ომარი ოთახიდან არის გაყვანილი გარდაცვლილი ამ ფაქტთან სრულ კონტრასტში მოდი და ამას არ სჭირდება იურისპოდენცია! ეს უბრალო, ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანისთვისაც თვალშისაცემი მტკიცებულებაა ჩემს გასამართლებლად.

მეშვიდე, ურნიდან, საიდანაც ამოიღეს „ნივთმტკიცებები“, ურნის წინ სისხლის კვალი იყო – ეს ფოტოშიც ნათლად ჩანს, რომელიც ჩემმა ადვოკატმა წარადგინა პროცესზე და ეს ის მთელი რიგი დარღვევებია ექსპერტ-კრიმინალისტების მხრიდან, რომელსაც დასავლური სასამართლო პირდაპირ მხილებად დაუდებდა ე.წ. სამართალდამცველებს, მაგრამ ეს საქართველოა, ქვეყანა, სადაც მთავრობიდან მთავრობამდე “პოლიციური რეჟიმია“ “ღმერთი“.”– ამბობს მაგდა პაპიძე.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა