ჩარტერული თვითმფრინავი ჩამოვარდა დ 8 ადამიანი დაიღუპა ალასკაში

დასავლეთ ალასკაში, შორ მანძილზე მოქმედი სამხედრო რადარის სადგურთან ახლოს, ორძრავიანი ჩარტერული თვითმფრინავი Cessna 441 ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა კეიპ ნიუენჰემის სამხედრო ბაზის მიმდებარედ მოხდა. კატასტროფის მიზეზი ჯერ არ არის ცნობილი.
აშშ-ის ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს ალასკის რეგიონულმა ხელმძღვანელმა, კლინტ ჯონსონმა საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ს განუცხადა, რომ ავიაკომპანია Security Aviation-ის მიერ მართულ ჩარტერულ რეისზე ორი პილოტი და ექვსი მგზავრი იმყოფებოდა.
ალასკის სამხედრო სარდლობის განცხადებით, საჰაერო ხომალდი სამოქალაქო კონტრაქტით დაქირავებული რეისი იყო, რომელსაც 8 ადამიანი გადაჰყავდა.











