24 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
მშვილდოსანი
თუ ღრუბლებში არ იფრენთ და მოვლენებს რეალისტურად შეხედავთ, ვარსკვლავები სიყვარულში წინსვლასა და წარმატებას გიწინასწარმეტყველებენ. აქტიურობა გამოიჩინეთ, პროფესიულ კურსებსა თუ ტრენინგებს დაესწარით, უცხო ენის სწავლა დაიწყეთ. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ალკოჰოლი უგუნებობასთან საბრძოლველად! ფრთხილად იყავით! გამორიცხული არ არის, კოლეგებმა თქვენი კონფლიქტზე პროვოცირება სცადონ. ატმოსფერული წნევის ცვალებადობამ შესაძლოა თავის ტკივილი გამოიწვიოს.
თხის რქა
გაინტერესებთ, რატომ არ ეწყობა თქვენი პირადი ცხოვრება ისე, როგორც გსურთ? იქნებ, მეორე ნახევრის მიმართ მეტისმეტად მომთხოვნი ხართ? გაითვალისწინეთ, თუ ურთიერთობებში პრობლემები გაჩნდა, მთელი პასუხისმგებლობა თქვენზე იქნება. ის, რასაც დიდი ხანია მალავთ, მალე ყველასთვის ცნობილი გახდება. მოსალოდნელია ფინანსური პრობლემები ან დამსაქმებელთან უთანხმოება. ეცადეთ, გადაწყვეტილება არა ემოციებით, არამედ ცივი გონებით მიიღოთ. ამ პერიოდში მოსალოდნელია სახსრების პრობლემები — უარი თქვით თვითმკურნალობაზე! ხალხური მეთოდები უშედეგო აღმოჩნდება და შესაძლოა ზიანიც კი მოგიტანოთ.
მერწყული
ამ დღის მოვლენები გზას გაუხსნიან უამრავ ახალ და საინტერესო ადამიანს, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში შემოვლენ! შესაძლოა მალე საცხოვრებელი ადგილის შეცვლისა და პირობების გაუმჯობესების შანსი მოგეცეთ. გამორიცხული არ არის, ხელმძღვანელობამ ახალი თანამდებობა შემოგთავაზოთ, თუმცა ამ წინადადების დადებითი და უარყოფითი მხარეების შეფასება იოლი არ იქნება. მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯები, ამიტომ მაღაზიებში სიარულს უნდა მოერიდოთ. ფრთხილად იყავით წამლებთან და ალკოჰოლთან — მოსალოდნელია მოწამვლა ან დოზის გადაჭარბება.
თევზები
ახალი ნაცნობობა მხოლოდ დადებით ემოციებს მოგიტანთ! პირად ურთიერთობებში ძველ, ნაცად მეთოდებს მიჰყევით და წარმატება თქვენს მხარეს იქნება. დღეს კარგ ამბავს ან სასიამოვნო შეხვედრას ელოდეთ. დღის დასაწყისი პროფესიული წინსვლისთვის ხელსაყრელია. რა არის თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი — ფინანსური კეთილდღეობა თუ შემოქმედებითი შესაძლებლობების განხორციელება? მოდუნდით, არჩევანის გაკეთება არ მოგიწევთ, რადგან ორივეს წარმატებით შეათავსებთ! თუ გარშემომყოფები გეუბნებიან, რომ ცუდად გამოიყურებით, მიზეზი მოძრაობისა და ჟანგბადის ნაკლებობაა.











