თბილისში ავტომობილი ამობრუნდა - არიან დაშავებულები
თბილისში ავტომობილი ამობრუნდა. შემთხვევა აკაკი ბაქრაძის ქუჩაზე მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა სამი პირი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
თბილისში ავტომობილი ამობრუნდა - არიან დაშავებულები
18:11 / 23-08-2026











