ENews.Ge ახალი ამბები

ახალი დეტალები დაურ ბუავას მკვლელობის საქმეი

თბი­ლის­ში აფხა­ზი ბლო­გე­რის, დაურ ბუ­ა­ვას ცხე­და­რი იპო­ვეს. 32 წლის ბუ­ა­ვა პო­ლი­ცი­ამ დიდ დი­ღომ­ში, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა. გარ­დაც­ვა­ლე­ბის ზუს­ტი მი­ზე­ზი ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია. რო­გორც Ambebi.ge-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ცხე­და­რი გვი­ან ღა­მით აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მა­ნამ­დე კორ­პუს­ში გა­უ­საძ­ლი­სი სუნი იგ­რძნო­ბო­და, რის გა­მოც ად­გილ­ზე სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი და პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბუ­ა­ვა მე­ზობ­ლებს რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჰქონ­დათ ნა­ნა­ხი. ამ ეტაპ­ზე მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­რე­მო­ე­ბე­ბი გა­მო­ძი­ე­ბის სა­გა­ნია.

დაურ ბუ­ა­ვას სა­ხე­ლი ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ჯერ კი­დევ 2021 წელს გა­იც­ნო. მა­შინ 26 წლის აფხა­ზი ახალ­გაზ­რდა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­ი­წყო ვი­დე­ო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბა, რომ­ლებ­შიც ქარ­თვე­ლე­ბი­სა და აფხა­ზე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე, ომის შემ­დეგ გა­ყო­ფილ სა­ზო­გა­დო­ე­ბებ­ზე და შე­რი­გე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობ­და.

მისი ის­ტო­რია თა­ვი­დან­ვე უჩ­ვე­უ­ლო იყო ახალ­გაზ­რდა აფხა­ზი, რო­მე­ლიც ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნი­დან ჩა­მო­ვი­და არა მხო­ლოდ სა­მოგ­ზა­უ­როდ, არა­მედ იმის­თვის, რომ სა­კუ­თა­რი თვა­ლით ენა­ხა, რო­გორ ცხოვ­რობ­დნენ ქარ­თვე­ლე­ბი და რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დათ მათ აფხა­ზე­ბის მი­მართ.

რო­გორც თვი­თონ ამ­ბობ­და, "მე­ო­რე მხა­რის სი­მარ­თლე“ სწო­რედ აქ, ჩვენ­თან გა­ი­გო...

  • "ომი არ მი­ნა­ხავს, მაგ­რამ სხვე­ბის ნა­ამ­ბო­ბი მეს­მო­და“

დაურ ბუ­ა­ვა 1994 წელს, აფხა­ზე­თის კონ­ფლიქ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ და­ი­ბა­და. წარ­მო­შო­ბით ტყვარ­ჩე­ლი­დან იყო, თუმ­ცა ძი­რი­თა­დად რუ­სეთ­ში იზ­რდე­ბო­და და გა­ნათ­ლე­ბაც იქ მი­ი­ღო. აფხა­ზეთ­ში კი ხში­რად ბე­ბი­ას­თან ჩა­დი­ო­და.

2021 წელს, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და, ამ­ბობ­და, რომ ომი სა­კუ­თა­რი თვა­ლით არ ენა­ხა, თუმ­ცა ბავ­შვო­ბი­დან ეს­მო­და უფ­რო­სე­ბის მო­ნა­თხრო­ბი. სწო­რედ ამ გა­მოც­დი­ლე­ბამ და ინ­ტერ­ნეტ­ში ქარ­თვე­ლე­ბი­სა და აფხა­ზე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბის ყუ­რე­ბამ უბიძ­გა, სა­კუ­თა­რი თვა­ლით ენა­ხა ის რე­ა­ლო­ბა, რო­მელ­საც მა­ნამ­დე მხო­ლოდ ერთი მხრი­დან იც­ნობ­და.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა