ENews.Ge ახალი ამბები

რა მუქარებს ღებულობდა დაურ ბუავა- რას წერს თამთა მიქელაძე

დაურ ბუ­ა­ვა, მისი პო­ზი­ცი­ე­ბის გამო, ბევრ მუ­ქა­რას იღებ­და ხოლ­მე და შე­საძ­ლო ძა­ლა­დო­ბის მი­ზე­ზი და გა­რე­მო­ე­ბა სა­თა­ნა­დოდ უნდა გა­მო­ი­რი­ცხოს - არ­სე­ბი­თია, რომ გა­მო­ძი­ე­ბამ დრო­უ­ლად მი­ა­წო­დოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ინ­ფორ­მა­ცია მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ და ნი­უ­ან­სუ­რად შე­ის­წავ­ლოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი, - ამის შე­სა­ხებ "სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ცენ­ტრის“ დი­რექ­ტო­რი, თამ­თა მი­ქე­ლა­ძე წერს, რი­თაც აფხა­ზი ბლო­გე­რის, დაურ ბუ­ა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

  • თამ­თა მი­ქე­ლა­ძე, მომ­ხდა­რის გამო, მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს.

"დღეს გა­ვი­გეთ, რომ აფხა­ზი ბლო­გე­რი დაურ ბუ­ა­ვა თბი­ლის­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ძა­ლი­ან მძი­მე ამ­ბა­ვია და ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ. და­ურს ვიც­ნობ­დი და ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბის დიდი სურ­ვი­ლი და ენერ­გია ჰქონ­და.

არ­სე­ბი­თია, რომ გა­მო­ძი­ე­ბამ დრო­უ­ლად მი­ა­წო­დოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ინ­ფორ­მა­ცია მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ და ნი­უ­ან­სუ­რად შე­ის­წავ­ლოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი. რო­გორც ვიცი, ბევრ მუ­ქა­რას იღებ­და ხოლ­მე და­უ­რი მისი პო­ზი­ცი­ე­ბის გამო და შე­საძ­ლო ძა­ლა­დო­ბის მი­ზე­ზი და გა­რე­მო­ე­ბა სა­თა­ნა­დოდ უნდა გა­მო­ი­რი­ცხოს.

ვი­ზი­ა­რებ მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის და მე­გობ­რე­ბის მწუ­ხა­რე­ბას,“ - წერს მი­ქე­ლა­ძე.

ცნო­ბის­თვის, აფხა­ზი ბლო­გე­რი დაურ ბუ­ა­ვა თბი­ლის­ში, სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში, გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. მი­ზე­ზი ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია, თუმ­ცა დაურ ბუ­ა­ვა, სა­ვა­რა­უ­დოდ, რამ­დე­ნი­მე დღის გარ­დაც­ვლი­ლი უნდა იყოს. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კორ­პუს­ში "სა­ში­ნე­ლი სუნი იდგა“, რის გა­მოც მე­ზობ­ლებ­მა სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფი გა­მო­ი­ძა­ხეს. აფხა­ზი ბლო­გე­რი ბი­ნა­ში შეს­ვლი­სას მაშ­ვე­ლებს გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდათ. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა