ENews.Ge ახალი ამბები

დაურ ბუავას საქმეზე დაკავებულია ერთი პირი

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, დაურ ბუ­ა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, გან­საც­დელ­ში მი­ტო­ვე­ბის ბრალ­დე­ბით უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­კა­ვე­ბუ­ლი უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე და დაურ ბუ­ა­ვა მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ.

ისი­ნი თბი­ლის­ში, დიდ დი­ღომ­ში, დაურ ბუ­ა­ვას დრო­ე­ბით სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ერ­თად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, სა­დაც მო­იხ­მა­რეს ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა, რის შემ­დე­გაც ორი­ვე მათ­გა­ნი შე­უძ­ლოდ გახ­და.

  • ბრალ­დე­ბუ­ლის გა­მო­კი­თხვის შე­დე­გად ირ­კვე­ვა, რომ შე­უძ­ლოდ მყო­ფი დაურ ბუ­ა­ვა, რო­მე­ლიც იმ­ყო­ფე­ბო­და კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე და სი­ცო­ცხლის­თვის სა­შიშ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, მან მარ­ტო და­ტო­ვა.

კერ­ძოდ, ბრალ­დე­ბულ­მა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის კარი მე­ო­რე გა­სა­ღე­ბით გა­რე­დან ჩა­კე­ტა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან წა­ვი­და ისე, რომ მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ არა­ვის­თვის უც­ნო­ბე­ბია და დაურ ბუ­ა­ვას და­სახ­მა­რებ­ლად არა­ვის­თვის მი­უ­მარ­თავს.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე - თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნი­სა და 128-ე - გან­საც­დელ­ში მი­ტო­ვე­ბის მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი კომ­პლექ­სუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა