ENews.Ge ახალი ამბები

საქართველო-მოსკოვის რეისის ავტობუსი ავარიაში მოჰყვა - დაღუპულია 6 და დაშავებულია 28 ადამიანი

სტავ­რო­პო­ლის მხა­რე­ში სამ­გზავ­რო ავ­ტო­ბუ­სი­სა და სატ­ვირ­თო მან­ქა­ნის შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად 6 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და კი­დევ 38 და­შავ­და. და­შა­ვე­ბუ­ლებს შო­რის ხუთი ბავ­შვია, რო­მელ­თა­გან ერთი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­შია.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­და­პირ­ვე­ლად 5 გარ­დაც­ვლი­ლის შე­სა­ხებ იყო ცნო­ბი­ლი, თუმ­ცა ერთ-ერთი და­შა­ვე­ბუ­ლი მოგ­ვი­ა­ნე­ბით რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო-მოს­კო­ვის მარ­შრუ­ტით მოძ­რა­ვი Setra-ს ავ­ტო­ბუ­სი წინ მი­მა­ვალ KamAZ-ის სატ­ვირ­თო მან­ქა­ნას შე­ე­ჯა­ხა. შე­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ, სამ­გზავ­რო ავ­ტო­ბუ­სი გზი­დან გა­და­ვი­და და თხრილ­ში აღ­მოჩ­ნდა.

ყვე­ლა და­შა­ვე­ბუ­ლი პი­ა­ტი­გორსკის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ოთხი ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. კი­დევ ერთი ბავ­შვი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა