ვინ და რა სახით დასცინეს ნანი ბრეგვაძეს სოციალურ ქსელში .ვრცლად იხილეათ კომენტარში
ნატალია ქუთათელაძე ქართული სცენის ლეგენდის, ნანი ბრეგვაძის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ, AI-ს მიერ შექმნილ შარჟს ეხმაურება.
“ძვირფასო მეგობრებო, ნაცნობებო თუ უცნობებო, ვრცელდება ძალიან მდაბიო იუმორით გაკეთებული ვიდეო, სადაც მცდელობაა ნანის დაცინვის.
უმორჩილესად გთხოვთ, განსაკუთრებით სხვადასხვა მედია საშუალებებს, პორტალებს და ფბ გვერდებს, თავი შეიკავოთ გავრცელებისგან, ამით თქვენ უფრო მეტ ყურადღებას უთმობთ ამ უნიჭობას და ხელს უწყობთ ეს ამბავი გახდეს სალაპარაკო. ნანის არავისი დაცვა არ სჭირდება, ის დიდი ღირსების და სწორი ღირებულებების ადამიანია.
უკიდურესი მდგომარეობაა რაც საზოგადოებას გვჭირს, თითქოს ერთმანეთის დასამარებით ვხარობთ... ეს კი, ნამდვილად ტრაგედიამდე მიგვიყვანს.
მართალია ოცნების პოლიტიკამ მოგვიყვანა აქამდე, მაგრამ ჩვენ თავად ხელს ვუწყობთ უფრო მეტად დავუპირისპირდეთ ერთმანეთს.
მოკლედ გთხოვთ, ჩემი ოჯახის თხოვნა/მოთხოვნა გაითვალისწინოთ და ამ საცოდავი, გამწარებული, უკვე უნიჭო კაცის ნაბოდვარს ნუ შეუწყობთ ხელს გავრცელებაში
მადლობა,“ - წერს ნატალია ქუთათელაძე.
გადაცემამ “აი უცნობი“ ფეისბუქზე გაავრცელა ვიდეო-შარჟი, სახელწოდებით “ნანი ოფენ ეარზე 2027“. ვიდეოში ჩანს ოქტომბრის აქციებისას დაკავებული აქტივისტები, რომლებიც სცენასთან დგანან. გარშემო ტალახია ხოლო ნანი ბრეგვაძე სხვა ქართველი ვარსკვლავების გარემოცვაში სიმღერას ასრულებს.
იხილეთ ასევე:











