ENews.Ge ახალი ამბები

31 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ვრცლად იხილწთ კომენტარში

მიღებამდე საკუთარ გრძნობებში გაერკვეთ. თუ საყვარელ ადამიანთან იჩხუბეთ, ახლა კარგი დროა შერიგებისთვის - პლანეტების განლაგება კონფლიქტების მოგვარებას ხელს უწყობს. ბიზნესმენებისთვის ეს დღე მოგებიან ხელშეკრულებებსა და გარიგებებს უკავშირდება. თუ გრძნობთ, რომ ძველი კავშირები აღარაფერს გაძლევთ და პირიქით, ხელს გიშლით, შეგიძლიათ უყოყმანოდ დაასრულოთ. უარი თქვით ყველაფერზე, რამაც შეიძლება ორგანიზმს ავნოს, განსაკუთრებით კი ალკოჰოლზე. ასევე მოერიდეთ ნერვულ დაძაბულობასა და კამათს. ფრთხილად იყავით საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან - მოსალოდნელია ტრავმა ან დენის დარტყმის რისკი.

მშვილდოსანი

პირად ცხოვრებაში მცირე უსიამოვნებაა მოსალოდნელი, სამაგიეროდ, ფინანსურ სფეროში ყველაფერი სტაბილურადაა — რყევები და მოულოდნელი ხარჯები არ გემუქრებათ. სამყაროს ნეგატიური ძალების გავლენისგან ვერ იხსნით, თუმცა ნამდვილად შეგწევთ ძალა, ამისგან საკუთარი თავი და ახლობლები დაიცვათ. საქმიან სფეროში სასურველი შედეგის მისაღწევად მოთმინება და შრომისმოყვარეობა უნდა გამოიჩინოთ. შემოქმედებითი საქმიანობაც კარგად გამოგივათ და სიამოვნებას მოგიტანთ. სულ მალე როგორც საქმიანი, ისე საყიდლებთან დაკავშირებული მგზავრობა გელით. გამორიცხული არ არის, რომ ხანდაზმულ მშვილდოსნებს ჯანმრთელობის აღდგენისთვის მნიშვნელოვანი თანხის დახარჯვა მოუწიოთ. ჯანმრთელობის ჰოროსკოპი გირჩევთ, რომ განსაკუთრებული ყურადღება კვების მენიუს მიაქციოთ.

თხის რქა

გადაწყვეტილების დაუფიქრებლად მიღებამ შესაძლოა პრობლემები შეგიქმნათ. სანამ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამთ, დარწმუნდით, რომ შერჩეული ადამიანი ნამდვილად შეგეფერებათ. თუ მეტ ზრუნვასა და გაგებას გამოიჩენთ, პარტნიორთან ურთიერთობა უფრო ჰარმონიული გახდება. მეტი ყურადღება გამოიჩინეთ შვილების ჯანმრთელობისა და დღის რეჟიმის მიმართ. გარშემომყოფებთან მოსალოდნელია უთანხმოებები, ამიტომ ეცადეთ თავი ხელში აიყვანოთ, რომ სიტუაცია არ გაამწვავოთ. ფინანსური მდგომარეობა ეტაპობრივად გაუმჯობესდება, რაც ძველი პრობლემების მოგვარების საშუალებას მოგცემთ. დიეტისთვის არახელსაყრელი დროა — ორგანიზმი კალორიებს ითხოვს. მერკურის ზეგავლენის გამო, ამ დღეს ახალი ინფორმაციის ათვისება გაგიჭირდებათ.

მერწყული

ადამიანთან, რომელიც მოგწონთ, შინაგან ჰარმონიასა და ემოციურ სიახლოვეს იგრძნობთ. ოჯახურ წყვილებს შორის შესაძლოა საყოფაცხოვრებო საკითხების ან ფულის ხარჯვის გამო ურთიერთობა დაიძაბოს. ამ დღეს საკუთარი კოლეგების დახმარება მოგიწევთ, შესაძლოა, სხვისი ვალდებულებებიც კი საკუთარ თავზე აიღოთ. ასტროლოგიური პროგნოზი აჩვენებს, რომ ახლობელი ადამიანი რაღაცას გიმალავთ, თუმცა ადრე თუ გვიან სიმართლეს გაიგებთ. ეცადეთ, მოვალეობები სწორად გადაანაწილოთ და კოლეგებთან კეთილგანწყობილი ურთიერთობა შეინარჩუნოთ. მოსალოდნელია პირის ღრუს პრობლემები, მაგალითად, ღრძილების ანთება, ასე რომ, უახლოეს ორ კვირაში სტომატოლოგთან ვიზიტი მოგიწევთ.

თევზები

არ არის გამორიცხული სამსახურებრივი რომანი, თუმცა, ამან შეიძლება თქვენს კარიერას ზიანი მიაყენოს! პლანეტები გაფრთხილებენ, რომ ამ დღეებში შეიძლება კიდევ ერთი შეცდომა დაუშვათ, ამიტომ ყოველი ნაბიჯი გათვალეთ. დაოჯახებულ ადამიანებს საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაზე დიდი დროს დახარჯვა მოუწევთ, თუმცა გაწეული ძალისხმევა სასურველ შედეგს მოგიტანთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ცხიმიანი და მძიმე საკვები არ მიირთვათ, რამაც შეიძლება საჭმლის მონელების პრობლემები გამოიწვიოს. მიჰყევით ექიმების რეკომენდაციებს და საჭირო პროცედურებს ნუ უგულებელყოფთ.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა