1-ელი სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ნებისმიერ კამათში და დისკუსიაში გულწრფელობა უნდა გამოიჩინოთ და სიმართლე თქვათ. შეიძლება ეს რთული ან უსიამოვნო იყოს, მაგრამ ემოციურ შვებას და სარგებელს სწორედ ეს პოზიცია მოგიტანთ. საუკეთესო დღეა ყოველდღიური საქმეების, ძვირადღირებული შენაძენებისა და გაცვლითი ოპერაციებისთვის. შესაძლოა მოულოდნელი მხარდაჭერა მიიღოთ — ახლობლები მატერიალური პრობლემების ნაწილს საკუთარ თავზე აიღებენ. პასიური დღეა, მოსალოდნელია ენერგიის ნაკლებობა. ოფიციალური შეხვედრები სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს, ამიტომ უმჯობესია სხვა დროისთვის გადადოთ. შესაძლოა ოჯახური პრობლემების გადასაჭრელად სამსახურისთვის გამოყოფილი დროის შემცირება დაგჭირდეთ.
მორიელი
პირად ცხოვრებაში სტაბილური პერიოდი იწყება, თუმცა შეიძლება გაგიჩნდეთ განცდა, რომ თქვენ და თქვენი საყვარელი ადამიანი პარალელურ სამყაროებში ხართ და ვერ იკვეთებით. პლანეტების დაბალი აქტივობის ფონზე კონფლიქტების რაოდენობა საგრძნობლად იკლებს. ნუ აარიდებთ თავს საუბარს, თუ ვინმე გულახდილობას გთხოვთ. საბუთები მოაწესრიგეთ — საქმეები, რომლებშიც ახლა ძალისხმევას ჩადებთ, მომავალში დიდ ნაყოფს გამოიღებს. ნუ უარყოფთ იდეას, რომელიც დღეს თავში მოგივათ — არაორდინალურმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება სტაბილური შემოსავალი მოგიტანოთ. არახელსაყრელი დღეა ჰიპერტონიკებისთვის — ეცადეთ არ გადაიღალოთ და ნერვიულობას განსაკუთრებით თავი აარიდოთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოხდება — შესაძლოა, ნატვრა აგიხდეთ ან დასახულ მიზანს მიაღწიოთ. 1 სექტემბერი საყვარელი ადამიანების კრიტიკისთვის შესაფერისი დრო არაა. შეიძლება თქვენს უწყინარ შენიშვნას ვნებათა კორიანტელი მოჰყვეს, ამიტომ ურთიერთობა შეზღუდეთ და საკუთარი საქმე აკეთეთ. კარგი დღეა ინვესტიციებისა და სესხის აღებისთვის, ნებისმიერი ფინანსური ოპერაცია წარმატებული იქნება. ემოციური მდგომარეობა ძირითადად სტაბილურია, გამონაკლისს მხოლოდ ის მშვილდოსნები წარმოადგენენ, რომლებიც სამსახურში ზედმეტად იტვირთებიან — რაც შეიძლება ბევრის მოსწრების სურვილმა შესაძლოა, ჯანმრთელობის პრობლემები შეგიქმნათ..
თხის რქა
ამ ნიშნის ემოციურ წარმომადგენლებს ვურჩევთ ახალი ნაცნობობისგან თავი შეიკავონ — უმჯობესია რომანტიკული თავგადასავლები მომდევნო თვისთვის გადადოთ. ჰოროსკოპის თანახმად, დღეს ან ხვალ შანსი გექნებათ ძველ მეგობარს შეხვდეთ, რომელიც წლებია არ გინახავთ. დღეს შეეჯახებით დაბრკოლებას, რომელიც კარიერულ წინსვლაში ხელს გიშლით — სწორედ ამ ამოცანის გადაჭრაზეა დამოკიდებული თქვენი მომავალი პერსპექტივები. წარმატებულმა მგზავრობამ შეიძლება მოგება მოგიტანოთ, თუმცა ძირითადი დრო და ენერგია მაინც ოჯახსა და ახლობლებს უნდა დაუთმოთ. ერიდეთ გარემოს უარყოფით ზემოქმედებას — ხშირად გაანიავეთ ოთახი, შეიძინეთ ჰაერის გამწმენდი ან ოთახის მცენარეები გაამრავლეთ.
მერწყული
მათ საყურადღებოდ, ვინც ცალმხრივი გრძნობებით იტანჯება ან მეორე ნახევარს ეძებს —თქვენი დრო დადგა! იმისთვის, რომ ყველაფერი მოასწროთ, ადრე გაღვიძება ან მოვალეობების ნაწილის საიმედო ადამიანებისთვის გადაბარება სცადეთ. ამ დღეს მოქმედების მკაფიო გეგმა გჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრი მნიშვნელოვანი საქმე შეუსრულებელი დარჩება. გაითვალისწინეთ, რომ სამსახურში გადატვირთვამ შეიძლება ჯანმრთელობასა და იმუნიტეტზე უარყოფითად იმოქმედოს. თუ დიეტაზე ხართ ან ვარჯიშობთ, დროა პატარა შესვენება მოიწყოთ.
თევზები
მაღალი მოლოდინების გამო შესაძლოა ურთიერთობაში გარკვეული პრობლემები წარმოიშვას. ეცადეთ რეალისტები იყოთ და ერთმანეთს მხარი დაუჭიროთ, რათა კონფლიქტები თავიდან აიცილოთ. ეცადეთ რთულ დროს ერთმანეთს მხარში ამოუდგეთ — ოჯახი თქვენი სიძლიერეა და ერთად ნებისმიერ დაბრკოლებას გადალახავთ. თუ დიდი ხანია საკუთარი საქმის წამოწყებაზე ფიქრობთ, დროა ამ საკითხზე პროფესიონალებთან კონსულტაცია გაიაროთ. მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ძალების მობილიზებას, ფინანსური მდგომარეობის აღდგენასა და მის საგრძნობლად გაუმჯობესებას შეძლებთ. პოზიტიურად იაზროვნეთ — ეს თქვენს ჯანმრთელობასა და შრომისუნარიანობაზე დადებითად ასახება. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და იმუნიტეტის ამაღლებაზე. დროა, პროფილაქტიკური მკურნალობის ან ვარჯიშისთვისაც მოიცალოთ.











