7 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ახლო მომავალში უამრავი ახალი შეხვედრა, ნაცნობობა და რომანტიკული თავგადასავალი გელით, თუმცა ეცადეთ არ გადაიღალოთ. უფროსი მნიშვნელოვან დავალებას განდობთ, რაც დიდ ძალისხმევას, პასუხისმგებლობას და ლიდერული თვისებების გამოვლენას მოითხოვს.
უფულოდ დიდხანს ყოფნა არ მოგიწევთ — იღბალი მოულოდნელად გაგიღიმებთ და ფინანსური მდგომარეობა ეტაპობრივად გაუმჯობესდება. ეს პერიოდი საუკეთესოა სილამაზის სალონების მონახულებისა და გარეგნობაზე ზრუნვისთვის. პლანეტები იმიჯის შეცვლას აშკარად სწყალობენ.
სასწორი
უახლოეს დღეებში რთული არჩევანის წინაშე დადგებით. მიღებული გადაწყვეტილება თქვენს პირად ურთიერთობებზე აისახება — შეიძლება უფრო განამტკიცოს ან სულაც დაანგრიოს. დაოჯახებულ სასწორებს დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიურპრიზი ელოდებათ; შესაძლოა სტუმრად ისეთი ადამიანი გეწვიოთ, ვისი ნახვაც ძალიან გაგახარებთ.
ხელიდან ნუ გაუშვებთ სწავლისა და განვითარების შანსს. თუ იღბლის იმედად ყოფნას დაგეგმვას და მოქმედებას ამჯობინებთ ეს მიდგომა ფინანსური პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ.ხანდაზმულ სასწორებში მოსალოდნელია არტერიული წნევის ცვალებადობა, ამიტომ დიდ ფიზიკურ და ემოციურ დატვირთვას ერიდეთ. მალე თქვენი ფიზიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება, მანამდე კი ვარსკვლავები გირჩევენ, ენერგია უსარგებლო საქმეში არ დახარჯოთ.
მორიელი
ამ დღეს შესაძლოა, ძველი სიყვარული გაიხსენოთ და მისი დაბრუნება სცადოთ. მოერიდეთ უხეშობას და საყვარელ ადამიანებს უმიზეზო საყვედურებით ნუ აავსებთ. პლანეტები გირჩევენ, მნიშვნელოვანი საქმეების დასრულება სამომავლოდ არ გადადოთ. უკეთესია, მოვალეობებს რაც შეიძლება სწრაფად გაართვათ თავი, დასვენებაზე კი მერე იფიქროთ. შესაძლოა, ბიზნესმენებმა ზოგიერთ პარტნიორთან თანამშრომლობა გაწყვიტონ — დაშორების მიზეზი ფინანსურ საკითხებზე შეუთანხმებლობა გახდება. თუ ავტომობილს მართავთ, უახლოეს პერიოდში გზებზე სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. თუ მუდმივ დაღლილობას გრძნობთ, ვიტამინების მიღება უნდა დაიწყოთ.
მშვილდოსანი
თუ პირად ურთიერთობებში ინიციატივას არ გამოიჩენთ, საინტერესო რომანტიკული ნაცნობობის შანსს ხელიდან გაუშვებთ. თუმცა, ვინ იცის, იქნებ ასე სჯობდეს კიდეც! ამ დღის ერთადერთი საფრთხე გადაჭარბებული ენერგიაა, რომელმაც შეიძლება აგრესია წარმოშვას, ამიტომ ეცადეთ, ემოციური ფონი აკონტროლოთ.
კოლეგებთან ურთიერთობა თქვენი წარმატების მთავარი გასაღები გახდება. ხელმძღვანელობასთან ურთიერთობისას თავშეკავება გამოიჩინეთ - ნაჩქარევ დაპირებებს ნუ გასცემთ და უკვე აღებულ ვალდებულებებს პასუხისმგებლობით მოეკიდეთ. ეს დღე ძალების სწრაფ მობილიზებას მოითხოვს. საღამოსთვის შესაძლოა ფიზიკურადაც და სულიერადაც გამოფიტული იყოთ, თუმცა მიღწეული შედეგები დიდ კმაყოფილებას მოგიტანთ. ძალების აღდგენაში ვარჯიში და სწორად დაბალანსებული კვება დაგეხმარებათ.
თხის რქა
თუ მარტოობით იტანჯებით და ხანგრძლივ ურთიერთობაზე ოცნებობთ, ამ დღეს ყველა საქმე გადადეთ და ყურადღება პირად ცხოვრებაზე გადაიტანეთ. საკმაოდ მძიმე დღეა — მთლიანად სამუშაო პროცესში იქნებით ჩაფლული. ახლობლებისთვის დრო საერთოდ არ გრჩებათ, მათ კი თქვენი გვერდით ყოფნა სჭირდებათ. ეცადეთ, ეს სიტუაცია გამოსწოროთ.
დაქირავებულ თანამშრომლებს ვურჩევთ, რომ ხელმძღვანელობას თვალში არ მოხვდნენ, თორემ შეიძლება დამატებითი დავალებებით დატვირთონ. პლანეტების განლაგება ისეთია, რომ ზედმეტი აქტიურობისგან თავი უნდა შეიკავოთ. იმუნიტეტის ასამაღლებლად ყოველდღიურ რუტინაში ნელ-ნელა ფიზიკური აქტივობა ჩართეთ. დღეიდან უმოძრაობა თქვენი ნომერი პირველი მტერი უნდა გახდეს!
მერწყული
ახლა საუკეთესო დროა სულიერი წონასწორობის აღდგენისა და თავდაჯერების დასაბრუნებლად. დღეს სიჩქარე და აფორიაქება არაფერში გჭირდებათ — დროის სწორად დაგეგმვა და მეთოდურად მოქმედება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. დღის მეორე ნახევარში არ არის გამორიცხული მეზობლებთან უთანხმოება.
თქვენი ენერგიულობა პიკზეა, ასე რომ, ახალი პროექტების დაწყება ნუ შეგეშინდებათ. შესაძლოა, მალე გაუთვალისწინებელი ხარჯების გამო დამატებითი ფინანსური რესურსები დაგჭირდეთ — იფიქრეთ როგორ შეამციროთ ყოველდღიური დანახარჯი. კვებითი ჩვევების შეცვლა დაგეხმარებათ, სასურველ ფიგურასა და დასახულ მიზნებს მიაღწიოთ.
თევზები
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას ფანტაზია და საზრიანობა გამოიჩინეთ — ეს თქვენს სიყვარულს ახალ ფერებს შეძენს. ელოდეთ სასიამოვნო ამბებს ახლო მეგობრისგან ან ნათესავისგან, რაც ურთიერთობებს არა მხოლოდ ოჯახში, არამედ მის გარეთაც განამტკიცებს.
შეგიძლიათ დღეიდან ძალების დაზოგვა დაიწყოთ — მოქმედების დრო მოგვიანებით დადგება. მალე თქვენ წინაშე პიროვნული და კარიერული ზრდის ბრწყინვალე პერსპექტივები გადაიშლება. შემოსავლის ახალ წყაროებთან დაკავშირებით რჩევა მეგობრებსა და ნაცნობებს ჰკითხეთ. ფინანსური კეთილდღეობისთვის შეგიძლიათ რიტუალებიც კი ჩაატაროთ! დღეს გაგიჩნდებათ სურვილი, რომ მავნე ჩვევებს დაემშვიდობოთ და სასარგებლო უნარები შეიძინოთ. შეგიძლიათ, დღევანდელი დღის პოზიტიური ენერგეტიკა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად გამოიყენოთ!












