08 სექტემბერი 14:42 2026წ
ENews.Ge ახალი ამბები

8 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ურთიერთობაში უხეშობას და პრეტენზიებს მოერიდოთ, რათა უსიამოვნო დაპირისპირება თავიდან აიცილოთ. ჭორებსა ან ინტრიგებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ძვირად ღირებულ შენაძენებს მოერიდეთ და ფული დაზოგეთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე — თუ გრძნობთ, რომ სპორტის რომელიმე სახეობა თქვენთვის რისკის შემცველია, დროებით მასზე უარი თქვით.

მორიელი

დღეს გექნებათ შანსი, რომ პარტნიორთან ერთად დრო გაატაროთ და საკუთარი განცდები გაუზიაროთ. გრძნობებს ნუ დამალავთ — მიეცით სიყვარულს უფლება, რომ თქვენი ცხოვრება რომანტიკით აავსოს. თუ რთული საქმის დასრულება ან ოჯახის წევრების დახმარება გჭირდებათ, დროს ნუ დაკარგავთ და იმოქმედეთ. სავარაუდოდ, თქვენ გვერდით არის ადამიანი, რომელიც მზადაა, მხარი დაგიჭიროთ. თუ სამუშაო პირობები არ გაკმაყოფილებთ, ეცადეთ თქვენი პრეტენზიები ხელმძღვანელობასთან განიხილოთ. ვიტამინებით მდიდარი ჯანსაღი კვება თქვენს განწყობასა და ენერგიას საგრძნობლად გააუმჯობესებს.

მშვილდოსანი

არჩევანის წინაშე ხართ — პირადი ცხოვრება თუ საქმიანი პროექტები? ენდეთ ახლობელი ადამიანის რჩევას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება თავად მიიღეთ. თუ ჯერ კიდევ მარტოხელა ხართ, შეიძლება მოულოდნელი შეხვედრა ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს. ემოციები მართეთ და უხეშ გამოთქმებს მოერიდეთ, თორემ შეიძლება ძველი მეგობარი გაანაწყენოთ. დღეს განსაკუთრებულად გონებამახვილი ხართ, რაც ინტელექტუალური ამოცანების მარტივად გადაჭრაში დაგეხმარებათ. შესანიშნავი პერიოდია ხელმძღვანელობისთვის ახალი იდეებისა და პროექტების წარსადგენად. ჩანაფიქრის განხორციელებისთვის თანამოაზრე დაგჭირდებათ, რომელსაც მოულოდნელ ადგილზე იპოვით. თუ ჯანმრთელობაზე ზრუნავთ, გაითვალისწინეთ, რომ საუკეთესო დროა აუზზე ან სპორტდარბაზში დარეგისტრირებისთვის.

თხის რქა

ამ დღეს მხიარული ადამიანების გარემოცვაში ყოფნა და ქათინაურების მოსმენა გელით, თუმცა ვიღაცის მომაბეზრებელმა ყურადღებამ შეიძლება გაგაღიზიანოთ. დაოჯახებულ თხის რქებს რთული საუბარი ელით — პლანეტების განლაგება მიუთითებს, რომ დროა მტკივნეულ ურთიერთობას წერტილი დასვათ და საკუთარი პოზიცია მკაფიოდ გამოხატოთ. იქნება საქმიანი შეხვედრები, საბუთებზე ხელის მოწერა და ოფიციალურ უწყებებთან კავშირი. შემთხვევით ნაცნობებთან სიფრთხილე გამოჩინეთ, რათა ვინმეს ფარულ ზრახვებს არ ემსხვერპლოთ. ბიზნესმენებმა განსაკუთრებული ყურადღება ხელშეკრულებების იურიდიულ მხარეს უნდა მიაქციონ. საღამოს საეჭვო ადგილებში გადაადგილებას ერიდეთ.

მერწყული

ბოლოს და ბოლოს შეძლებთ იმ ადამიანის ყურადღების მიპყრობას, რომელზეც დიდი ხანია, ფიქრობთ. შესაძლოა, ჭორებმა თქვენს ურთიერთობას ზიანი მიაყენოს, ამიტომ ენდეთ საკუთარ გულს უსმინეთ და სხვათა მინიშნებებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ადრე თუ გვიან თქვენი მიზანდასახულობა წარმატებამდე მიგიყვანთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დაუფიქრებელი ხარჯებისგან თავი შეიკავოთ. თქვენი სასიცოცხლო ენერგია დღეს პიკს მიაღწევს — ეცადეთ ის სასარგებლო საქმისკენ მიმართოთ.

თევზები

თუ ურთიერთობა აღარ ეწყობა, ფუჭ იმედებს ნუ დაეყრდნობით და ერთმანეთს დაემშვიდობეთ. ოჯახურ ურთიერთობებში შესაძლოა მცირე სირთულეები წარმოიშვას, რის გამოც პრიორიტეტების გადანაწილება და სახლსა და სამსახურს შორის დროის თანაბრად განაწილება მოგიწევთ. ნუ კორპორაციულ წვეულებაზე ხელფასის მომატებაზე საუბარს ნუ ეცდებით— გამორიცხული არ არის, რომ უფროსმა ძველი შეცდომები შეგახსენოთ. გამოიყენეთ საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად და ნუ იზარმაცებთ. ასტროლოგიური პროგნოზით, მალე თავში გრანდიოზული იდეები მოგივათ, რაც დამატებითი შემოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა