10 სექტემბერი 14:53 2026წ
ENews.Ge ახალი ამბები

10 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

მორიდება დაივიწყოთ და აქტიური ნაბიჯები გადადგათ! სავარაუდოდ, კოლეგები, მეგობრები ან ახლობლები თქვენგან დახმარებას ელოდებიან, თუმცა, თქვენმა უანგარობამ და თავგანწირვამ შეიძლება ოჯახში უკმაყოფილება გამოიწვიოს. არახელსაყრელი დღეა გარიგებებისა და მოლაპარაკებებისთვის. თუ შესაძლებელია, მგზავრობას მოერიდეთ და გასვლასთან დაკავშირებული საქმეები გადადეთ. დღეს შესანიშნავი შანსი გაქვთ, რომ უფროსს ხელფასის მომატებაზე დაელაპარაკოთ — არგუმენტები წინასწარ მოამზადეთ და ეცადეთ დამაჯერებლად ისაუბროთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ოპონენტებთან საუბრის სიმშვიდე შეინარჩუნოთ, ხოლო თუ ეს არ გამოგდით, დამამშვიდებელი საშუალება მიიღეთ.

მშვილდოსანი

ეს დღე თქვენი შემოქმედებითი პოტენციალის ზრდით აღინიშნება და საკმაოდ წარმატებულიც იქნება. დროა გული ახალი გრძნობებისთვის გახსნათ — საინტერესო ადამიანთან შეხვედრამ შესაძლოა სიყვარულზე თქვენი წარმოდგენა სრულიად შეცვალოს. ოჯახურ ურთიერთობებში მოსალოდნელია გარკვეული დაძაბულობა. როგორც ჩანს, მეუღლესთან ან ოჯახის სხვა წევრებთან აზრთა სხვადასხვაობა და კონფლიქტი თავს იჩენს. ჰოროსკოპი გირჩევთ, ოჯახის წევრებისა და კოლეგების მიმართ პრეტენზიები შეამციროთ, უფრო დამთმობი გახდეთ და წყენა გულში არ ჩაიდოთ. მოერიდეთ დაპირებების გაცემას და საკუთარ თავზე გაზრდილ პასუხისმგებლობას ნუ აიღებთ. საღამოს სუფთა ჰაერზე სეირნობა უძილობის დაძლევაში დაგეხმარებათ.

თხის რქა

ჯერ საკუთარ გრძნობებში გაერკვიეთ და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ. ხელიდან ნუ გაუშვებთ შანსს, საკუთარი გამოცდილება და სიბრძნე შვილებს ან უახლოეს ნათესავებს გაუზიაროთ; შესაძლოა, თქვენი რჩევები მათთვის ძალიან ღირებული აღმოჩნდეს. სამსახურში შექმნილმა ვითარებამ შეიძლება შეცდომები გამოიწვიოს, ამიტომ ყურადღება ხარისხზე გაამახვილეთ და არა რაოდენობაზე — გაზვიადებულ მაჩვენებლებს ნუ გამოეკიდებით. ნუ შეშინდებით იმ დაბრკოლებების გამო, რომლებიც შესაძლოა უახლოეს ხანებში შეგხვდეთ. ერთადერთი, რაც ახლა ხელს გიშლით, მერყეობა და უმოქმედობაა. ჯანმრთელობა პრობლემებს არ შეგიქმნით — პირიქით, ენერგიის მოზღვავება საშუალებას მოგცემთ გეგმები განახორციელოთ.

მერწყული

ყურადღებას ნუ მიაქცევთ შურიანი ადამიანების მიერ გავრცელებულ ჭორებს, რომლებიც შეიძლება თქვენს პარტნიორზე შეიტყოთ. დღევანდელი დღე ოჯახური კავშირების განმტკიცებას დაუთმეთ. გამოხატეთ ზრუნვა და სიყვარული, რათა სახლში ჰარმონია და ბედნიერება დაამკვიდროთ. საქმიან პარტნიორებთან ზედმეტ დამოუკიდებლობას ნუ გამოავლენთ, რადგან ამან შეიძლება საქმის წარმატებაზე უარყოფითად იმოქმედოს. იღბალი კვლავ თქვენს მხარესაა, თუმცა მთავარია იერიშზე კი არ გადახვიდეთ, არამედ სასიკეთო ცვლილებებისთვის მოემზადოთ. ციდან მანანის ჩამოცვენას ნუ ელოდებით — ყველაფერი, რაც გაქვთ და გექნებათ, დაუღალავი შრომის შედეგია. მოერიდეთ იმ ადამიანებთან შეხვედრას, რომლებიც არ მოგწონთ — ამ დღეს თქვენი აურა ენერგეტიკული ვამპირებისა და ტოქსიკური თანამოსაუბრეების გავლენის მიმართ დაუცველია.

თევზები

ამ დღეს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა უფრო ჰარმონიული და სტაბილური გახდება, არ არის გამორიცხული, ნანატრი წინადადებაც მიიღოთ. უახლოეს ნათესავებთან ურთიერთობა თქვენგან ყურადღებას მოითხოვს — მზად იყავით მხარდაჭერისთვის, მაშინაც კი, თუ ეს დროსა და ენერგიას წაგართმევთ. კარიერულ წინსვლას ჯერჯერობით ნუ ელოდებით. კორპორაციულ წვეულებაზე ზომიერება დაიცავით და უფროსობისგან თავი შორს დაიჭირეთ. გადახედეთ თქვენს ხარჯებს და გაუმართლებელ ფუფუნებაზე უარი თქვით. შეინარჩუნეთ ემოციური წონასწორობ

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა