ტრაგედია დატრიალდა: რა გახდა 22 წლის სილამაზის დედოფლის გარდაცვალების მიზეზი
სიცოცხლის დასრულების კონკრეტული მიზეზი ამ ეტაპზე ოფიციალურად დადასტურებული არ არის. ლუჩია სისიჩმა “მის ავსტრიის“ ტიტული 2024 წელს მოიპოვა და რადგან შემდგომი კონკურსი ჯერ არ ჩატარებულა, ის მოქმედი ტიტულის მფლობელად რჩებოდა.
ლუჩია სისიჩი ღიად საუბრობდა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 2024 წელს მან Instagram-ზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მადლობა გადაუხადა პედიატრიულ სამედიცინო გუნდს, რომელიც მასზე ბავშვობაში ზრუნავდა.
“სამედიცინო პერსონალისა და თავდადებული ექიმების წყალობით, რომლებიც თავიანთი უზარმაზარი ძალისხმევით ხელახლა გადაარჩენდნენ ხოლმე ჩემს სიცოცხლეს, დავძლიე უამრავი მძიმე მომენტი და შევძელი სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრება“, – წერდა ის. სისიჩს გულის დაავადებასთან დაკავშირებით მთელი სიცოცხლის მანძილზე 7 ოპერაცია დასჭირდა.












