11 სექტემბერი 14:40 2026წ
ENews.Ge ახალი ამბები

11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

პრობლემების ნაწილს გადააბარებთ. თუ ფიზიკურ აქტივობას ცოტა დროს უთმობთ, შესაძლოა სუნთქვის პრობლემები დაგეწყოთ. ეცადეთ, დღის განრიგში ხანმოკლე დილის ვარჯიში მაინც ჩართოთ.

სასწორი

ორჭოფობა და გადაჭარბებული ამბიციები იქამდე მიგიყვანთ, რომ ერთი თაყვანისმცემელიც არ დაგრჩებათ. ეცადეთ, მოვლენები ობიექტურად შეაფასოთ. მოსალოდნელია ახალი ამბავი, რომელიც პირად ცხოვრებაში დიდ და სასიამოვნო ცვლილებებს მოიტანს. მოერიდეთ გატკეპნილი ბილიკებით სიარულს და ახალი შესაძლებლობები ეძებეთ. ყურადღებით იყავით, რადგან დაბნეულობის გამო შეიძლება ის დაკარგოთ, რაც ძალიან გიყვართ. ვიღაც თქვენი საიდუმლოს გაგებას ცდილობს, ამიტომ გირჩევთ დღის მეორე ნახევარში კონტაქტები შეზღუდოთ. თუ უგუნებობა ან ჯანმრთელობის პრობლემები გაწუხებთ, დახმარებისთვის პროფესიონალებს მიმართეთ.

მორიელი

თქვენმა ემოციებმა შეიძლება ურთიერთობებში მოულოდნელი ცვლილებები გამოიწვიოს. მოერიდეთ კონფლიქტებს და პრიორიტეტი დიპლომატიურ ურთიერთობებს მიანიჭეთ. გახსოვდეთ, რომ არ შეიძლება სხვისი ფულადი პრობლემების გადაჭრა, როდესაც საკუთარიც საკმარისად გაქვთ. მოერიდეთ სამსახურებრივ შემოწმებებს — გამორიცხული არ არის, რომ ხელმძღვანელობას თქვენი საქმიანობის შემოწმება მოუნდეს. თუ ამ გამოცდას ღირსეულად ჩააბარებთ, პრემიასაც უნდა ელოდოთ. ხელსაყრელი დღეა კომერციული ოპერაციებისა და ხელშეკრულებების დადებისთვის — მერკურის გავლენა დასახული მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. თუ ენერგიის ნაკლებობას და გრძნობთ, ეს იმის ნიშანია, რომ თქვენს ორგანიზმს დასვენება სჭირდება.

მშვილდოსანი

ჰოროსკოპი მარტოხელა მშვილდოსნებს გაცნობის საიტზე საბედოს ძებნას არ ურჩევს - შესაძლებელია თაღლითს გადააწყდეთ. მოვლენები არ დააჩქაროთ - ეს რთული დღეა, რომელიც მოთმინებას მოითხოვს. ახლა მთავარია, მარტოობაში არ ჩაიკეტოთ. ნუ მოუსმენთ სხვების რჩევებს, ჯობს რჩევა თავად მისცეთ — ეს ავტორიტეტს მოგიმატებთ, განსაკუთრებით იმ ადამიანების თვალში, ვისაც აფასებთ და პატივს სცემთ. უახლოეს დღეებში მოსალოდნელია დაუგეგმავი შემოსავალი, ძვირფასი ნივთის პოვნა ან პრიზი. კარგი პერიოდია გადადგმული ნაბიჯების შეფასებისა და გრძელვადიანი დაგეგმვისთვის. შეამცირეთ ფიზიკური დატვირთვა, თორემ კუნთებისა და იოგების დაჭიმვას თავიდან ვერ აიცილებთ!

თხის რქა

ხშირად ადამიანი, რომელიც ერთი შეხედვით არაფრით გამოირჩევა, საოცრად საინტერესო და მომხიბვლელი აღმოჩნდება ხოლმე. პლუტონის მფარველობა სამსახურში წარმატებას უზრუნველყოფს. მოთმინება გამოიჩინეთ და ეცადეთ, საკითხის არსს ბოლომდე ჩასწვდეთ — დისციპლინა და კეთილსინდისიერება თქვენი მთავარი კოზირი გახდება. ნებისმიერ საქმეში წარმატების მისაღწევად იდეების რეალობად ქცევის უნარი, მახვილი გონება, მაღალი შემოქმედებითი პოტენციალი და სიჯიუტე დაგჭირდებათ. საღამოს თავს შეგახსენებთ ძველი მეგობარი, რომელიც დიდი ხანია არ გინახავთ. დღეს ბევრი თხის რქა ენერგიისა და კარგი განწყობის მოზღვავებას იგრძნობს! ზოგის ცხოვრებაში კი გრძნობების განახლების პერიოდი დაიწყება.

მერწყული

ვარსკვლავები ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს ურჩევენ, ცოტა ხნით საკუთარ თავთან განმარტოვდნენ და საკუთარ სურვილებში გაერკვნენ. ვარსკვლავების განლაგება მიუთითებს, რომ ოჯახის წევრების მიმართ მეტი მოთმინება და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. სხვა შემთხვევაში, კონფლიქტს უნდა ელოდოთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსურ ოპერაციებსა და შესყიდვებში — მოერიდეთ ძვირად ღირებულ შენაძენებს და დაპირებებს ნუ გასცემთ. ფრთხილად იყავით მედიკამენტებთან და ალკოჰოლურ სასმელთან - ინტოქსიკაცია გამორიცხული არ არის. სრულფასოვანი ძილი დახარჯული ენერგიის სწრაფად აღდგენაში დაგეხმარებათ.

თევზები

ფრთხილად იყავით — საყოველთაო აღიარებამ შესაძლოა გარშემომყოფთა შური გამოიწვიოს. ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას შენიშვნებსა და პრეტენზიებს მოერიდეთ — ეს საპასუხო საყვედურებს აგარიდებთ, რომლებიც მთელი დღის განწყობას გაგიფუჭებთ. არ დაგავიწყდეთ მადლიერების გამოხატვა იმ ადამიანების მიმართ, ვისაც საერთო წარმატებაში წვლილი შეაქვს. თქვენი ინვესტიციები ბოლოს და ბოლოს ნაყოფს გამოიღებს, თუმცა შემდგომ დაბანდებებს გონივრულად უნდა მიუდგეთ და საინვესტიციო გეგმა განაახლოთ. დაიცავით თავი ენერგეტიკული ვამპირებისგან, რომლებიც თქვენზე უარყოფითი გავლენის მოხდენას ეცდებიან — ენერგეტიკული ფარი შეინარჩუნეთ და კონფლიქტურ სიტუაციებს მოერიდეთ.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა