17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
მოერიდეთ, ეს სრულიად უშედეგო და უსარგებლო იქნება. თავისუფალი დრო იმ საქმეს დაუთმეთ, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ. ახლა თვითგანვითარებისთვის საუკეთესო დრო არ არის, უბრალოდ დაისვენეთ.
მორიელი
ბედისწერა საინტერესო ადამიანებს შეგახვედრებთ და პირადი ცხოვრების აწყობის მშვენიერ შანსს მოგცემთ. არაკეთილმოსურნეები შეეცდებიან საყვარელ ადამიანთან წაგაჩხუბონ — თუ პროვოკაციას წამოეგებით ეს ძალიან მალე მოხდება. ვარსკვლავები ბედნიერი მოვლენების წყებას გპირდებიან, რაც ერთფეროვან ყოველდღიურობას გაგიფერადებთ. გამორიცხული არ არის, რომ მალე მივლინებაში გამგზავრება მოგიწიოთ. მოერიდეთ კრედიტების აღებას და ეცადეთ, საფულე ბოლომდე არ დაიცარიელოთ. ახლა ენერგიის მარაგის აღდგენა გჭირდებათ, ამიტომ შეგიძლიათ თავი გემრიელი კერძებით გაინებივროთ, სასიამოვნო ადამიანებს ესაუბროთ, პარკში ისეირნოთ ან შოპინგით გაერთოთ.
მშვილდოსანი
გამორიცხული არ არის, უახლოეს დღეებში რჩეულს შეხვდეთ, ასე რომ, დროა ვარცხნილობა შეცვალოთ და გარდერობი განაახლოთ. თუ საყვარელ ადამიანთან იჩხუბეთ, იცოდეთ, რომ შერიგებისთვის შესანიშნავი პერიოდია — პლანეტების განლაგება კონფლიქტების მოგვარებას ხელს უწყობს. გახსოვდეთ, რომ ბედისწერა მხოლოდ ილუზიაა. საკუთარ ცხოვრებას საკუთარი ქმედებებითა და გადაწყვეტილებებით თავად მართავთ და მსხვერპლი არ ხართ! ეცადეთ წარმატებული ადამიანების გარემოცვაში მეტი დრო გაატაროთ. მოერიდეთ ადამიანს, რომელიც გამუდმებით წუწუნებს და განწყობას გიფუჭებთ. საღამოს ყურადღება მიაქციეთ წნევის ცვალებადობასა და გულ-სისხლძარღვთა სისტემას. ასტროლოგები გირჩევენ, რომ უარყოფით ემოციებს, ნერვიულობასა და კამათს მოერიდოთ.
თხის რქა
ამ დღეს გაჩნდება შანსი, პერსპექტიული პროექტი, რომელზეც დიდხანს და დაუღალავად შრომობდით, საბოლოოდ დაასრულოთ, დარჩენილი დრო კი ახლობლებს დაუთმოთ. კოლეგებს თქვენი ნოვატორული იდეების გასაგებად დრო დასჭირდებათ, ამიტომ მეტი მოთმინება უნდა გამოიჩინოთ. ვარსკვლავები მიზანდასახულ ადამიანებს სასურველი შედეგის სწრაფად მიღწევაში დაეხმარებიან. თუ ზედმეტ კილოგრამებს ებრძვით, ყოველდღიური მენიუ ახალი ბოსტნეულითა და მწვანილით გაამდიდრეთ, ცომეულსა და ტკბილეულზე კი დროებით უარი თქვით.
მერწყული
პირად ცხოვრებაში ცვლილებებისა და გარდაქმნების დღეა. ბევრ მერწყულს სამომავლო გეგმების გადახედვა მოუწევს. მეტი ყურადღება დაუთმეთ შვილებსა და მეუღლეს — დღეს მათ თქვენი მხარდაჭერა განსაკუთრებით დასჭირდებათ. ეცადეთ მეზობლებთან და ნათესავებთან ურთიერთობაში კომპრომისი იპოვოთ. მოერიდეთ არაკეთილგანწყობილ ადამიანებთან შეხვედრებს. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და წვრილმანებზე არ ინერვიულოთ. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია უთანხმოება როგორც კოლეგებთან, ისე ხელმძღვანელობასთან, თუმცა საკუთარი სიმართლის დამტკიცებას მაინც შეძლებთ. თუ დიდი ხანია, სიახლეებსა და ცვლილებებზე ოცნებობთ, მოქმედების დროა! დღის მეორე ნახევარში შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემებმა თავი შეგახსენოთ, ამიტომ საჭირო მედიკამენტები ახლოს უნდა გქონდეთ.
თევზები
ასტროლოგები გირჩევენ, მეორე ნახევრის ერთგული დარჩეთ და მასთან ურთიერთობაში საკუთარი პოზიცია ბოლომდე დაიცვათ. მალე შეიძლება ჭორებისა და მითქმა-მოთქმის ობიექტი გახდეთ, მაგრამ ამ წვრილმანებზე არ უნდა ინერვიულოთ. გაისეირნეთ მაღაზიებში და სარემონტო მასალები დაათვალიერეთ — დროა, ბინის განახლება დაგეგმოთ. დილის საათებში მოსალოდნელია მელანქოლიური განწყობა, რაც იუპიტერისა და სატურნის კონფლიქტის შედეგია და შესაძლოა პესიმისტურმა ფიქრებმაც შეგაწუხოთ. გირჩევთ საკუთარ თავზე მეტი იზრუნოთ და თუნდაც უმნიშვნელო ჯანმრთელობის პრობლემა უყურადღებოდ არ დატოვოთ.












