18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
დაუშვათ. ეცადეთ, მთელი ყურადღება საყოფაცხოვრებო პრობლემებზე არ გადაიტანოთ და ოჯახური ურთიერთობები რუტინაში არ გადაიზარდოს. ახალ პროექტებს გაბედულად შეეჭიდეთ. იზრუნეთ შემოსავლების შენარჩუნებასა და დანაზოგის გონივრულ დაბანდებაზე. თუ ინიციატივას გამოიჩენთ, თქვენი ძალისხმევა შეუმჩნეველი არ დარჩება და ბიზნესში წარმატებას მიაღწევთ. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ემოციურ მდგომარეობას. წყლის პირას სეირნობა შინაგანი წონასწორობის აღდგენაში დაგეხმარებათ.
მორიელი
სჯობს, თქვენი პირადი ცხოვრება გარშემო მყოფებისგან ჯერჯერობით საიდუმლოდ დარჩეს. შესაძლოა, ურთიერთობა აღადგინოთ ადამიანთან, რომელთანაც ადრე ხშირად კამათობდით — ის თავად ეცდება თქვენთან საერთო ენის გამონახვას. თუ დამატებითი შემოსავალი გჭირდებათ, ახალი შესაძლებლობები ეძებეთ და აუცილებლად იპოვით! ლიდერის თვისებები ახალი სიმაღლეების დაპყრობაში დაგეხმარებათ. კუჭ-ნაწლავის პრობლემების თავიდან ასაცილებლად სწრაფი კვების ობიექტებში წახემსებას მოერიდეთ.
მშვილდოსანი
თუ დიდი ხანია ქორწინების შეთავაზებას ელით, ინიციატივის ხელში აღება თავად მოგიწევთ. შესაძლოა, საყვარელი ადამიანი უკმაყოფილოა იმით, რომ მთელ დროს კარიერასა და ბიზნესს უთმობთ და ოჯახისთვის ვერ იცლით. გამორიცხული არ არის, დასვენების გადადება და დამატებითი პასუხისმგებლობების აღება მოგიწიოთ. მოლაპარაკების უნარი და კონფლიქტების არიდების ოსტატობა უარყოფით ტენდენციებს საგრძნობლად განმუხტავს. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ვარსკვლავები გირჩევენ, შეცდომების თავიდან ასაცილებლად წვრილმანებზე ყურადღება გაამახვილოთ. კვების რაციონი გაამდიდრეთ ახალი ხილითა, მოხარშული ბოსტნეულით, თევზითა და მსუბუქი წვნიანებით.
თხის რქა
პირად ცხოვრებაში სირთულეებია მოსალოდნელი. სავარაუდოდ, უთანხმოების მიზეზი თქვენი სიჯიუტეა. შესაძლებელია დამატებითი შემოსავლის წყარო იპოვოთ ან დავიწყებული ვალი დაგიბრუნონ. გირჩევთ, გასულ თვეში დადებული ხელშეკრულებები გადაამოწმოთ — შესაძლოა, ზოგი პირობა გადახედვას საჭიროებს. დაავადების პრევენციაზე იფიქრეთ. მსუბუქი ვარჯიშები ან იოგა ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.
მერწყული
დასვენებას ნუ ელოდებით — ეს დღე დატვირთული და ემოციური იქნება. თუ მოახერხებთ, უახლოესი უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. თუ ურთიერთობაში სიცივემ დაისადგურა, მალე შანსი მოგეცემათ, პრობლემას ახლებურად შეხედოთ და მარტივად მოაგვაროთ. შრომისმოყვარეობა და შინაგანი დისციპლინა დაგეხმარებათ, მიმდინარე საქმეები წარმატებით დაასრულოთ. ამბიციური მერწყულებისთვის მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შესანიშნავი პერიოდი დგება. მოერიდეთ ორპირ ქარს — უახლოეს დღეებში ყელი და ხმის იოგები განსაკუთრებით დაუცველია.
თევზები
რაც არ უნდა მოხდეს, მოვლენებს ნუ დააჩქარებთ. ახლა საბოლოო შედეგზე გავლენას ვერ მოახდენთ, ამიტომ ცხოვრების ჩვეულ რიტმს აუღელვებლად მიჰყევით. მოვლენებით დატვირთული დღეა, ამიტომ სჯობს, რთული ამოცანების გადაჭრა სამომავლოდ გადადოთ და დღეს მარტივი საქმეებით შემოიფარგლოთ. სამუშაო ადგილას კოლეგებთან კამათს მოერიდეთ, თორემ შეიძლება ხელმძღვანელობის შენიშვნა დაიმსახუროთ. შესაძლოა ქრონიკულმა დაავადებებმა თავი შეგახსენოთ, ასე რომ, სიმპტომები არ უგულებელყოთ და ექიმს მიმართეთ.












