ENews.Ge ახალი ამბები

30 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

სასწორი

ახლობელმა ადამიანმა შესაძლოა თავისი ქცევით ან უსაფუძვლო პრეტენზიებით გული გატკინოთ, თუმცა წყენის გულში ჩატოვებას ჯობია, გულწრფელად ისაუბროთ და ვითარება გაარკვიოთ. სავარაუდოდ, ნათესავების ვიზიტი სრულიად მოულოდნელი იქნება და საღამოს გეგმებს აგირევთ. უცოლშვილო სასწორს შანსი ექნება, რომ სიმპათიურ კოლეგასთან სამსახურებრივი რომანი წამოიწყოს, თუმცა შეიძლება ეს თქვენს კარიერაზე უარყოფითად აისახოს. გირჩევთ, ახლო მომავალში მსხვილ შენაძენებს მოერიდოთ, რადგან მალე გადაუდებელი საქმეები გამოჩნდება, რომლებიც თქვენს ჩართულობასა და ფინანსებს მოითხოვს. ამ დღეს წვიმიან ამინდშიც კი ეცადეთ, თუნდაც ცოტა ხნით სუფთა ჰაერზე ისეირნოთ.

მორიელი

დღეს შესაძლოა რომანტიკული განცდების მორევში აღმოჩნდეთ. ახალი შეხვედრები და დიდი მოლოდინები უამრავ სიხარულს მოგიტანთ, ასე რომ, უბრალოდ მომენტით დატკბით. ასტროლოგები გირჩევენ, ურთიერთობების გარკვევისგან თავი შეიკავოთ — მარსისა და იუპიტერის კვინკონსის გამო, უბრალო კამათიც კი შეიძლება ხანგრძლივ სკანდალში გადაიზარდოს. კარიერული ზრდისთვის ახლა საუკეთესო პერიოდი არ არის, თუმცა, დაწყებული საქმე შუა გზაზე არ უნდა მიატოვოთ. ბიზნესსა და ფინანსებში განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ — გამორიცხული არ არის, თაღლითების მსხვერპლი გახდეთ. ყურადღება მიაქციეთ კვებას, რადგან მძიმე საკვები საჭმლის მონელებაზე უარყოფითად აისახება.

მშვილდოსანი

ნუ გააფუჭებთ ურთიერთობებს მხოლოდ იმიტომ, რომ ზედმეტად მგრძნობიარე ხართ; ხვალ იმავე სიტუაციას სულ სხვა თვალით შეხედავთ. რაც არ უნდა ძლიერი იყოს გრძნობა, საყვარელი ადამიანის მოხიბვლაზე ყოველთვის უნდა იზრუნოთ. მშვენიერი დღეა ნაყოფიერი შრომისა და სამუშაო ადგილის მოწესრიგებისთვის — შესაძლოა რაღაც ისეთი იპოვოთ, რაც თქვენს გეგმებს უკეთესობისკენ შეცვლის. თქვენი შრომისუნარიანობა ორმაგდება, რაც ფინანსურ კეთილდღეობაზე პირდაპირ აისახება. ერიდეთ გაუაზრებელ რისკებს —სხვის ჩხუბში ნუ ჩაერევით და საეჭვო კომპანიებთან ურთიერთობას მოერიდეთ.

თხისრქა

დღეს გექნებათ შანსი, რომ ძველი სასიყვარულო ურთიერთობა აღადგინოთ. ხელიდან ნუ გაუშვებთ შესაძლებლობას, თქვენთვის ძვირფას ადამიანს გულწრფელად ესაუბროთ და მისი აზრი გაიგოთ. სიფრთხილე გმართებთ — დაუფიქრებელმა სიტყვამ ან მოქმედებამ შეიძლება რჩეულთან ურთიერთობა გაგიფუჭოთ. გარშემო უამრავი „კეთილის მსურველი“ გახვევიათ, მაგრამ სანამ ვინმეს რჩევას ენდობით, ჯობს საკუთარ ინტუიციასა და პროფესიულ გამოცდილებას მოუსმინოთ — ის თქვენი საუკეთესო მრჩეველია. ამ დღეს გარე სამყაროსთან სრულ ჰარმონიას იგრძნობთ და მკაფიოდ დაინახავთ, მიზნების მისაღწევად საით უნდა იმოძრაოთ. გაუფრთხილდით ღვიძლს — უარი თქვით ცხიმიან, შემწვარ და ცხარე საკვებზე და რა თქმა უნდა, ალკოჰოლის მიღებას მოერიდეთ.

მერწყული

გულს ნუ გაიტეხთ — წარმავალი გატაცებები თქვენს ცხოვრებაში ბევრს არაფერს ნიშნავს, ნამდვილი სიყვარული კი ჯერ კიდევ წინ გაქვთ! ასტროლოგები კარმული პროგრამების დამუშავებას გირჩევენ — გააკეთეთ მეტი კეთილი საქმე და შეეცადეთ წვრილმანებზე არ გაღიზიანდეთ. თქვენი ენერგიულობა და ინიციატივა კოლეგების პატივისცემას დაიმსახურებს და სრულიად შესაძლებელია, ახალი თანამდებობაც კი შემოგთავაზონ. გამორიცხული არ არის მოულოდნელი ფინანსური შემოსავალიც. სატურნის მძლავრმა ენერგეტიკამ შესაძლოა თქვენი ენერგია დროებით დაბლოკოს, ამიტომ ჯობს საპასუხისმგებლო საქმეების დაწყება ცოტა ხნით გადადოთ.

თევზები

მერკურისა და ვენერას კვინკონსი მიანიშნებს, რომ ეს დღე იდეალურია ახალი ურთიერთობის დასაწყებად. თუ ვინმე მოგეწონათ, მასთან საუბარს თავს ნუ აარიდებთ. მზად იყავით შესაძლო უთანხმოებისა და გაუგებრობისთვის — სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ურთიერთობების ემოციურ გარჩევებს მოერიდეთ. სავსებით შესაძლებელია, დღეს დასვენება ვერ შეძლოთ, რადგან სამსახურის პრობლემები თქვენს პირად ჩართულობას მოითხოვს. ახლა რომანტიკის დრო ნაკლებად გექნებათ — მთელი ყურადღება ფინანსურ საკითხებს უნდა დაუთმოთ. მოერიდეთ გადაჭარბებულ კვებასა და ცხარე კერძებს, რათა კუჭის პრობლემები თავიდან აიცილოთ!

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა