ნახეთ, ვის გაეზრდება ხელფასი 20%-ით შემდეგი წლიდან
საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმის თანახმად, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგების ანაზღაურება 2027 წელს 20%-ით გაიზრდება, ხოლო 2030 წლისთვის დაგეგმილია, რომ აღმზრდელის ხელფასი უნდა გაუთანაბრდეს იმ დროისათვის ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასს.
2026 წლის აგვისტოში დამტკიცებულ სამოქმედო გეგმაში ვკითხულობთ, რომ აღმზრდელების ხელფასი: 2021 წელს საბაზისო იყო 336 ლარი. ახლა მთავრობის მიზანია 2027 წლისთვის გაიზარდოს 20%-ით.
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგების ანაზღაურება: საბაზისო მაჩვენებელი (2021 წელი): 336 ლარი (იმ დროისთვის ქვეყანაში ეროვნული საშუალო ხელფასი იყო 844 ლარი). შუალედური სამიზნე (2027 წელი): საშუალო თვიურ ხელფასზე 20%-ით ზრდა. საბოლოო სამიზნე (2030 წელი): საშუალო თვიურ ხელფასთან გათანაბრებული”, – ვკითხულობთ 2022-2030 წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმაში.
ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის მიზანია, რომ 2030 წლისთვის ბაღის აღმზრდელის ხელფასი აღარ იყოს ფიქსირებული მცირე თანხა, არამედ გაუთანაბრდე












