მოულოდნელად დაღუპული გიორგი ნემსაძის ოჯახიდან პირველი ინფორმაცია გავრცელდა? – რა წერენ ფეხბურთელის მეუღლე და რძალი?
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფეხბურთელს ოჯახის წევრები და ახლობლები ემოციური წერილებით ემშვიდობებიან.
გიორგი ნემსაძის მეუღლის, რუსუდან ჩირგაძის ინფორმაციით, პანაშვიდები ხუთშაბათსა და პარასკევს გაიმართება, დაკრძალვა კი შაბათს შედგება. გამოსამშვიდობებელი ცერემონიის მისამართია: ვაკე, ატენის ქუჩა №18ბ, მეექვსე სართული.
“ჯერ ძალიან ადრე იყო გია შენი წასვლა! მადლობა, რომ შვილად მიმიღე, მადლობა ყველა სიკეთისთვის, მადლობა მხარში დგომისთვის, მადლობა მზრუნველობისთვის, მადლობა ყოველი წუთისთვის, რომელიც ერთად გავატარეთ. მიყვარხარ, მუდამ მეამაყები, ძალიან მენატრები და ძალიან მენანები… გემშვიდობები“, – წერს გიორგი ნემსაძის რძალი, მისი შვილის მეუღლე მზიკა მხეიძე.
გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელი ძილში გარდაიცვალა, გარდაცვლილი კი პირველად საკუთარმა შვილმა იპოვა. ცნობილია, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, გიორგი ნემსაძის მამა გარდაიცვალა.
გიორგი ნემსაძე ბოლო პერიოდში საქართველოს 18-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა.











