ავტოსაგზაო შემთხვევა — ავტომობილი გზაგამყოფ ჯებირს შეეჯახა, ერთი ადამიანი დაშავდა
ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომობილი გზაგამყოფ ჯებირს შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.











