ბათუმში, 6 იანვარს გაუჩინარებული ბიჭის, ალექსანდრე მიქელაძის დედა, ნათია დიაკვნიშვილი მიმართვას ავრცელებს
ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედა მორიგ მიმართვას ავრცელებს.
„საკუთარი ბედნიერება ხარ შენ ჩემი! დედას ოცნება ალექსანდრე, მჭირდები, დე,“ – წერს ნათია დიაკვნიშვილი.
ცნობისთვის, ალექსანდრე მიქელაძე 2025 წლის 6 იანვარს, ღამით, 22:00 საათიდან გაუჩინარდა.
არსებული ინფორმაციით, ალექსანდრეს პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე იპოვეს.












