ENews.Ge ახალი ამბები

ქობულეთში მოსწავლემ თანაკლასელს დაზიანება მიაყენა – რა დეტალები ვრცელდება



ქობულეთში მე-6 კლასის მოსწავლეებს შორის ინციდენტი მოხდა. ერთ-ერთმა მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.

რა გახდა შემთხვევის მიზეზი, უცნობია. სააგენტოს ცნობით, მომხდარის შესახებ სკოლის ადმინისტრაციამ შესაბამის უწყებებს მიმართა. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. გამოიკითხნენ მასწავლებლები და მოსწავლეები.

„ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმირებულები ვართ. სკოლამ მყისიერი რეაგირება მოახდინა. შემთხვევა გადაცემულია საგამოძიებო უწყებისთვის და საქმეზე გამოძიება დაწყებულია. მომხდარი ყურადღების მიღმა ნამდვილად არ დარჩენილა. ამ ეტაპზე მოსწავლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა პრევენციის მიზნით შემთხვევას შესაბამისი სამართლებრივი მსვლელობა მიეცა“, – აცხადებს ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი მადონა გოგიტიძე.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა