განქორწინება 42 წლის შემდეგ, ხმაურიანი კარიერა და პრინციპული ხასიათი: მარინა ბერიძის სკანდალური ცხოვრება
ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, ვის პირადზეც იმდენი რომ ესაუბრათ, რამდენიც მუსიკოს მარინა ბერიძეზე ილაპარაკეს, თანაც იმ ასაკში, როცა, როგორც წესი, ქარიშხლები ურთიერთობებში მინავლებულია და წყვილი უმეტესად მშვიდი ცხოვრებით ტკბება ხოლმე. მარინა ბერიძის ცხოვრებაში ქარიშხლები სწორედ ამ დროს, 65 წლის ასაკში დაიწყო. ის და მუსიკოსი ზურა ლალიაშვილი 43-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს გაშორდნენ.
„აი, აქ დავუშვი ყველაზე დიდი შეცდომა... ბევრი სხვა რამეა უფრო მთავარი, ამიტომ ზუსტად ერთნაირი დარტყმა მივიღე პირადშიც და კარიერაშიც“ - მარინა ბერიძე
პირადი ცხოვრება
მარინა ბერიძე მეუღლეს 65 წლის ასაკში 2014 წელს დაშორდა. წლების შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში მუსიკოსი ამბობდა, რომ მისმა მეუღლემ არჩევანი შვილის ტოლა ქალზე გააკეთა, რომელიც მომღერალია და მარინა ბერიძის სტუდიაში სიმღერის ჩასაწერად დადიოდა ხოლმე. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ქალი მომღერალი რუსუდან მუმლაძეა.
"ამ თემას იშვიათად ვეხები, იმიტომ რომ მტკივნეულად დამთავრდა ჩემი სასიყვარულო ამბავი… ადრე გავთხოვდი, 42 წელი მქონდა ბედნიერი ოჯახი. მერე ყველაფერი ცუდად დამთავრდა. ვიყავი ძალიან ერთგული ცოლი. სულ ვიყავი ყურადღების ცენტრში, არასდროს ვყოფილვარ ჩრდილში. ვცეკვავდი კიდეც, ვმღეროდი, ვკეკლუცობდი, ვიპრანჭებოდი. ყველა ჩემი მეგობარი ძალიან ლამაზია და მათი სილამაზეც კი ვერ მჩრდილავდა ხოლმე ჩემი ხასიათის დამსახურებით.











