ENews.Ge ახალი ამბები

კახეთში ორი ძმა მოკლეს



საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ორი ძმა მოკლეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით,  შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ადგილობრივების ცნობით, ძმები რუსეთიდან სოფელში ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ.

მათ თანასოფლელი ჩაუსაფრდა და ცეცხლი იმ დროს გაუხსნა, როდესაც ძმები ქორწილში მიდიოდნენ.

ორი ძმა ადგილზე დაიღუპა, მესამემ კი გაქცევა და მანქანისთვის თავის შეფარება მოახერხა.

სავარაუდო თავდამსხმელი ოთხი შვილის მამაა. გამოცემის ინფორმაციით, ის გაქცევას აპირებდა, თუმცა სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

დაპირისპირების მიზეზად წარსულში მომხდარი კონფლიქტი სახელდება. კერძოდ კი, წლების წინ ბრალდებულის ძმამ მოკლული ძმების დისშვილი გაიტაცა, რასაც მხარეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა