VIDEO : 4 დაშავებული ოთხივე გოგოა, ვრცელდება უმძიმესი ავარიის ვიდეო.
რუსთავში, ავტოავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას და კადრებს ადგილიდან “ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
“ჰონდას” და “ფორდის” მარკის ავტომობილები ერთმანეთს სანაპიროს ქუჩაზე დაეჯახნენ.
ავარიის შედეგად 4 ქალი დაშავდა.
ადგილზე მობილიზებული იყო 112-ის ყველა ეკიპაჟი. პაციენტები “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.











