ENews.Ge ახალი ამბები

ავტომობილი, რომელშიც ოთხი ახალგაზრდა იმყოფებოდა , გზიდან გადავარდა - რა დეტალებზე წერს ადგილობრივი მედია?



ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთაში. ინფორმაციას გურია NEWS-სი ავრცელებს.

შემოქმედის მხრიდან მაღალი სიჩქარით მომავალი ავტომობილი, რომელშიც ოთხი ახალგაზრდა იმყოფებოდა წითელმთაში გზიდან გადავარდა, ერთ-ერთი მოსახლის ღობე გაანგრია და ეზოში შევარდა.

“ოზურგეთის მედალფას კლინიკაში 4 ახალგაზრდა მამაკაცია შეყვანილი ასაკით 18- დან 23 წლამდე, მათ დაჟეჟილობები და მცირე ტრავმები აღენიშნებათ. დაშავებულებს უტარდებათ შესაბამისი გამოკვლევები. არცერთ მათგანს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებათ”,_ განაცხადა “გურიაTV”-სთან კლინიკის დირექტორმა დავით მდინარაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით ახალგაზრდები სოფელ მაკვანეთიდან არიან.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა