ხაშურთან მომხდარ ავარიას 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა, დაღუპულია ოჯახის კიდევ ორი წევრი.
ხაშური-ბორჯომის გზაზე, სოფელ სათივის ხიდის მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან – ბებია, ბაბუა და მათი არასრულწლოვანი შვილიშვილი. კიდევ ერთი არასრულწლოვანი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. “მძიმე ღამე დაგვიდგა… საოცარი ოჯახი გაუბედურდა. ჩვენი მარიამი შეეწირა ამ საშინელ ავარიას და მისი და ძალიან მძიმედ არის. გეხვეწებით არ დაიზაროთ, უნდა ვილოცოთ ბარბარეს გადარჩენისთვის. 10 წუთში ვიწყებთ ღვთისმშობლის დაუჯდომელის კითხვას ბარბარეს გადარჩენისთვის. გთხოვთ, არ დაიზაროთ, შემოგვიერთდით, რომ დედაღვთისას შევევედროთ მეორე შვილი უცოცხლოს საოცარ, მაგრამ გამწარებულ დედ-მამას. გთხოვთ, წაიკითხეთ ჩვენთან ერთად. ერთად ლოცვას უდიდესი ძალა აქვს. ბარბარეს გადარჩენისთვის“, – წერს სოციალურ ქსელი ოჯახის ახლობელი.











