ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩის დროს, სტადიონზე გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
ბათუმში, თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩის დროს, სტადიონზე გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ასევე გულშემატკივრები პოლიციელების მისამართით სხვადასხვა ნივთს ისროდნენ.
დაძაბული სიტუაციის გამო, საფეხბურთო მატჩი დროებით შეწყდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარი არეულობის შემდეგ პოლიციამ რამდენიმე გულშემატკივარი დააკავა.
შეგახსენებთ, ევროპა ლიგის საერთო ეტაპის მეხუთე ტურის მატჩი „ბეშიქთაშსა“ და ბეერ-შევას „ჰაპოელს“ შორის სტამბოლის ნაცვლად ბათუმში იმართება.
უეფა-ს განცხადებით, უსაფრთხოების გამო შეხვედრის სტამბოლში ჩატარება შეუძლებელი იყო და გადაწყვეტილება ამიტომ იქნა მიღებული.










