გვანცა დარასელიას ბინა და უძრავი ქონება წაართვეს .იხილეთ დეტალები
ტელეწამყვანმა გვანცა დარასელიამ საკუთარი პოდკასტის მორიგ გადაცემაში მაყურებელს ბავშვობის წლები, ოჯახური ისტორიები და უცნობი მოგონებები გაუზიარა. გადაცემას განსაკუთრებული ემოციურობა შემატეს მისმა უახლოესმა ადამიანებმა, დედამ და რძალმა, რომლებმაც გვანცას შესახებ გულწრფელად ისაუბრეს.
“რამდენი სიტყვით შემიძლია ვთქვა, როგორი მული ხარ – ბევრით? ძალიან საამაყო გოგო ხარ და ძალიან კარგი მული ხარ. თიანეთში როცა ჩამოდის, ჯერ ხალისი, მხიარულება და სინათლე შემოაქვს. ყველას გვაბედნიერებს. მე მოწყენილი გვანცა არ მინახავს. ჩვენ ძალიან საინტერესო პროექტები გვაქვს, შემოქმედებითად ვუგებთ ერთმანეთს. ბავშვებთანაც არაჩვეულებრივია, ძალიან მიადვილებს ცხოვრებას. ყოველ წელს, როცა ჩამოდის გვანცა, ვგეგმავთ, რა გავაკეთოთ, როდის წავიდეთ, რა აქტივობები ჩავატაროთ,” – ამბობს გვანცას რძალი.
გვანცას დედამ 90-იანი წლების მძიმე პერიოდი გაიხსენა, როდესაც ოჯახს სერიოზული გამოწვევების გადალახვა მოუხდა. უბინაოდ დარჩენილმა ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება, პატარა გვანცა და მისი ძმა, ვანიკო, თიანეთში, ბებია-პაპასთან დაეტოვებინათ.
“8 თვის იყავი, თიანეთში რომ გამოგიშვი. ეს იყო მაისის ბოლო. მეც მთელი ზაფხული აქ ვიყავი, მაგრამ მერე ისე მოხდა, რომ ოჯახური პირობების გამო უბინაოდ დავრჩით. 90-იანების სიტუაცია ჩვენს ოჯახსაც შეეხო. მე სულ ვმუშაობდი, ერთი დღე არ ვყოფილვარ უმუშევარი, იძულებული ვიყავი, ბავშვები აქ ჩამომეყვანა. თან ეს იყო ისეთი პერიოდი, როცა თბილისში არ იყო არც გაზი, არც წყალი, არც შუქი, არც პური… თიანეთში, სხვათა შორის, გაზიც იყო და დენიც. სახლში გვქონდა გათბობა და შუქი.
ბაღი თიანეთში დაასრულა გვანცამ. რა შეგრძნება უნდა იყოს, როცა სხვა გზა არ გაქვს, შვილს მოიგლიჯავ და დატოვებ. სახლი რომ არ გაქვს და არ იცი, სად წაიყვანო – მაშინ ეს იყო ჩვენი ერთადერთი სახლი. იყვნენ თბილი ბებია, პაპა და ბებიას და, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩემი შვილების აღზრდაში.
ვანიკო აქ შევიდა სკოლაში და, როგორც ის სწავლობდა, ისე სწავლობდა გვანცაც. 5 წლის ასაკში უკვე გაზეთებს კითხულობდა,” – ამბობს გვანცას დედა.












