ENews.Ge ახალი ამბები

თანამედროვე მაუგლი: ვინ არის ქალი, რომელმაც ჯუნგლებში წლები იცხოვრა - მარინა ჩაპმენის მძიმე ცხოვრება, ოჯახი და შვილი დედის კვალზე



”მე ვის­წავ­ლე, რო­გორ ჩა­ვიც­ვა და მო­ვიქ­ცე ადა­მი­ა­ნი­ვით” - ეს ნა­წყვე­ტია მა­უ­გლი გო­გო­ნას ის­ტო­რი­ი­დან, რო­მე­ლიც ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯუნ­გლებ­ში კა­პუ­ცი­ნებ­თან (ყვე­ლა­ზე ჭკვი­ან მა­ი­მუ­ნის სა­ხე­ო­ბა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი) ერ­თად ცხოვ­რობ­და.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ მსოფ­ლი­ომ შე­ი­ტყო წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ამ­ბა­ვი გა­ტა­ცე­ბუ­ლი გო­გო­ნას შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც მა­ი­მუ­ნებ­მა გა­ზარ­დეს.

ის­ტო­რია ასე იწყე­ბა... ინ­გლი­სე­ლი მა­რი­ნა ჩაპ­მე­ნი თა­ვის ქა­ლაქ­ში ძა­ლი­ან პა­ტივ­სა­ცე­მი ქალი იყო. იდე­ა­ლუ­რი დი­ა­სახ­ლი­სი ზრდი­და შვი­ლებს და მე­გობ­რობ­და ყვე­ლა მე­ზო­ბელ­თან. არ უყ­ვარ­და ბავ­შვო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი და თუ ამ თე­მა­ზე კი­თხვებს მა­ინც და­უს­ვამ­დნენ, სა­უ­ბარს სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მიჰ­ყავ­და.

ერთ დღეს, უკვე ასაკ­ში მყოფ­მა ვე­ღარ გა­უძ­ლო ცდუ­ნე­ბას და ქა­ლიშ­ვი­ლებს თა­ვი­სი სა­ო­ცა­რი ამ­ბა­ვი უამ­ბო.

გა­ტა­ცე­ბა და კა­პუ­ცინ­თა ოჯა­ხი

ყვე­ლა­ფე­რი 1954 წელს კო­ლუმ­ბი­ა­ში და­ი­წყო. მა­რი­ნა მა­შინ მხო­ლოდ ხუთი წლის იყო და დიდ დროს ატა­რებ­და ეზო­ში. ზა­ფხუ­ლის ერთ დღეს გო­გო­ნა ვე­რან­და­ზე დარ­ბო­და, რო­დე­საც გა­ი­ტა­ცეს. იმ დროს ძა­ლი­ან ხში­რი იყო ბავ­შვე­ბის გა­ტა­ცე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი: ქვე­ყა­ნა­ში ყვა­ო­და ჩვი­ლე­ბით ვაჭ­რო­ბის საქ­მე...

ახ­სოვს რომ ორმა ადა­მი­ან­მა გა­ი­ტა­ცა, ერთ-ერთს მუქი ფე­რის კანი ჰქონ­და, შემ­დეგ კი ტრო­პი­კულ ტყე­ში მი­ა­ტო­ვეს. ჯუნ­გლებ­ში მარ­ტო დარ­ჩე­ნი­ლი ატი­რე­ბუ­ლი ბავ­შვი დიდ­ხანს და­დი­ო­და, რო­დე­საც ძა­ლი­ან დაღ­ლილ­მა კა­პუ­ცი­ნე­ბი და­ი­ნა­ხა: ბევ­რი მა­ი­მუ­ნი იყო, ისი­ნი ხტუ­ნავ­დნენ ხი­დან ხეზე... ბავ­შვმა ინ­სტინ­ქტუ­რად იგ­რძნო, რომ სხვაგ­ვა­რად ვერ გა­დარ­ჩე­ბო­და ვე­ლურ ტყე­ში და მათ ფა­რას შე­უ­ერ­თდა.

"ვუ­ყუ­რებ­დი რო­გორ ჭამ­დნენ თხილ­სა და კენკრას, ვი­მე­ო­რებ­დი მათ ქცე­ვებს. მალე ოთხზე და­ვი­წყე სი­ა­რუ­ლი, არა­ვინ მყავ­და, ვის­თა­ნაც ადა­მი­ა­ნის ენით ვი­სა­უბ­რებ­დი.“ - ამ­ბობს მა­რი­ნა.

მა­ი­მუ­ნე­ბი მალე შე­ეჩ­ვივ­ნენ გო­გო­ნას, თუმ­ცა ახალ გა­რე­მოს­თან ადაპ­ტი­რე­ბის­თვის და ჯუნ­გლებ­ში გა­დარ­ჩე­ნის­თვის ცხო­ვე­ლე­ბის ყვე­ლა ჩვე­ვა უნდა მი­ე­ღო: ის­წავ­ლა მათ მსგავ­სად ჭამა, ტო­ტებ­ზე ქა­ნა­ო­ბა და ხის ბუ­დე­ებ­ში შე­ფა­რე­ბა ცუდი ამინ­დის დროს. მა­რი­ნა ასე ცხოვ­რობ­და ხუთი წელი, სა­ნამ ერთ დღეს მო­ნა­დი­რე­ებ­მა არ და­ი­ნა­ხეს და თან წა­იყ­ვა­ნეს.

მარ­თა­ლია, მა­მა­კა­ცებ­მა გო­გო­ნა ჯუნ­გლებს მო­ა­ცი­ლეს, მაგ­რამ აზ­რად არ მოს­ვლი­ათ, რომ მშობ­ლე­ბის­თვის და­ებ­რუ­ნე­ბი­ნათ. მა­უ­გლი გო­გო­ნა კი­დევ ერთი სას­ტი­კი გა­მოც­დის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდა, რო­დე­საც ქა­ლა­ქის ბორ­დელ­ში მი­იყ­ვა­ნეს, სა­დაც აი­ძუ­ლეს პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ში ჩაბ­მუ­ლი­ყო. გო­გო­ნას კლი­ენ­ტებს წა­რუდ­გენ­დნენ რო­გორც „ბუ­ნე­ბის შვილს, რო­მელ­საც შე­უძ­ლია არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შეგ­რძნე­ბე­ბის გად­მო­ცე­მა“. მალე ბორ­დელს თავი და­აღ­წია და ცხოვ­რე­ბა ქუ­ჩა­ში გა­აგ­რძე­ლა. ერთ-ერთ ოჯახ­ში მო­სამ­სა­ხუ­რედ აიყ­ვა­ნეს.

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში გა­დას­ვლა

ახალ გა­რე­მო­ში გო­გო­ნას ადა­მი­ა­ნუ­რად ექ­ცე­ოდ­ნენ, მა­რი­ნამ ახა­ლი ცხოვ­რე­ბა და­ი­წყო. უფრო მე­ტიც, 1978 წელს მფლო­ბე­ლებ­მა, სა­დაც ის მუ­შა­ობ­და, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში გა­დას­ვლა გა­და­წყვი­ტეს და მა­რი­ნაც თან წა­იყ­ვა­ნეს. ახა­ლი ქვე­ყა­ნა, ახა­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი - თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მი­დი­ო­და. ბრე­დფორდში, სა­დაც გო­გო­ნა ახლა ცხოვ­რობ­და, გა­იც­ნო ჯონ ჩემ­პე­ნი, რო­მე­ლიც თავ­და­ვი­წყე­ბით შე­უყ­ვარ­და. შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­მა იქორ­წი­ნეს, მა­რი­ნამ სამ­სა­ხუ­რი მი­ა­ტო­ვა და დი­ა­სახ­ლი­სი გახ­და, შემ­დეგ კი ორი ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნა.

"როცა ხალ­ხთან მი­ვე­დი, თა­ვი­დან უნდა მეს­წავ­ლა, რო­გორ ვჭა­მო დანა-ჩან­გლით, ჩა­ვიც­ვა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში წე­სი­ე­რად მო­ვიქ­ცე. ვცდი­ლობ­დი ახალ ცხოვ­რე­ბას შევ­სუ­ლი­ყა­ვი, ისე­ვე რო­გორც როცა კა­პუ­ცი­ნე­ბის ფა­რას შევ­ხვდი“ - ამ­ბობს ქალი.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჯუნ­გლებ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბი პე­რი­ო­დუ­ლად ახ­სე­ნებ­და თავს. ხან­და­ხან მა­რი­ნას თით­ქოს ავი­წყდე­ბო­და სად იყო და უც­ნა­უ­რად იწყებ­და ქცე­ვას. ქა­ლიშ­ვილ ვა­ნე­სას სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ემახ­სოვ­რე­ბა, რო­გორ მი­ე­სალ­მა დედა სკო­ლი­დან სახ­ლში მი­მა­ვალს. ქალი ხეზე ეკი­და და უს­ტვენ­და.

ვი­ცო­დი, რომ სხვა დე­დე­ბი ამას არ აკე­თებ­დნენ, მაგ­რამ არ მრცხვე­ნო­და. გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბი ფიქ­რობ­დნენ, რომ ეს მისი ხა­სი­ა­თის ნა­წი­ლი იყო, რომ უბ­რა­ლოდ მხი­ა­რუ­ლი დედა გვყავ­და. სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ბუ­ნე­ბა და თავს მის ნა­წი­ლად გრძნობ­და.

რო­დე­საც მა­რი­ნას ბავ­შვო­ბის შე­სა­ხებ სი­მარ­თლე ცნო­ბი­ლი გახ­და, ოჯახ­შიც არ და­უ­ჯე­რეს. სენ­სა­ცი­ე­ბის მოყ­ვა­რულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა კი გა­ნა­ცხა­დეს, რომ ქალს გა­ევ­ლო სპე­ცი­ა­ლუ­რი ტეს­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მო­ავ­ლენ­დნენ სი­მარ­თლეს. მა­გა­ლი­თად, პა­ტა­რა ბავ­შვი ვერ გა­დარ­ჩე­ბო­და ჯუნ­გლებ­ში. და მას კი­დევ უფრო ნაკ­ლე­ბი შან­სი ჰქონ­და სრულ­ფა­სო­ვან ცხოვ­რე­ბას დაბ­რუ­ნე­ბო­და. მათ არც კი უფიქ­რი­ათ, რომ ყვე­ლა­ზე ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბა ზოგ­ჯერ უფრო კე­თი­ლი და მო­წყა­ლეა, ვიდ­რე ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა... და რა თქმა უნდა, სკეპ­ტი­კო­სებს გა­უკ­ვირ­დათ, რო­დე­საც ხან­ში შე­სუ­ლი ქა­ლის სის­ხლში აღ­მო­ა­ჩი­ნეს და­ა­ვა­დე­ბის კვა­ლი, რომ­ლი­თაც შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ ტრო­პი­კულ ტყე­ში ცხოვ­რე­ბი­სას და­ინ­ფი­ცირ­დე.

შვი­ლე­ბი

მა­რი­ნა ცდი­ლობ­და გო­გო­ნე­ბი ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად აღე­ზარ­და. უფ­რო­სი ჯო­ა­ნა გახ­და სა­ჯა­რო მო­ხე­ლე, და­ქორ­წინ­და და სამი შვი­ლი შე­ე­ძი­ნა. უმ­ცრო­სი ვა­ნე­სა 15 წლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ქმარს გა­შორ­და და კო­ლუმ­ბი­ა­ში, ჯუნ­გლებ­ში წა­ვი­და, სა­დაც ერთ დროს დე­და­მი­სი ცხოვ­რობ­და, რათა იქ სახ­ლი აე­შე­ნე­ბი­ნა.

ქა­ლიშ­ვი­ლის საქ­ცი­ე­ლის შე­სა­ხებ რომ გა­ი­გო, მა­რი­ნა თა­ვი­დან შე­ში­ნე­ბუ­ლი იყო...

"ჩემს ოთახ­ში ყო­ველ­თვის ბევ­რი პე­ი­ზა­ჟი ეკი­და. ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი დამ­ცი­ნო­და მი­თხრა, ალ­ბათ, ჯუნ­გლებს ეკუთ­ვნიო, რად­გან ბუ­ნე­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. რო­დე­საც რე­ა­ლუ­რად შე­ვე­დი ტყე­ში, მივ­ხვდი, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნის­თვის, ჩვე­უ­ლებ­რივ, დიდი უფსკრუ­ლია სი­ტყვა­სა და საქ­მეს შო­რის, იმას შო­რის, თუ რო­გორ სურს მას ცხოვ­რე­ბა და რო­გორ ცხოვ­რობს რე­ა­ლუ­რად. დედა, რა თქმა უნდა, წუხს ჩემ­ზე, მაგ­რამ არ მა­ი­ძუ­ლებს, რომ დავ­ბრუნ­დე, რად­გან იცის, რომ აქ თავს კარ­გად ვგრძნობ. პირ­ვე­ლად ვიგ­რძე­ნი თავი სახ­ლში" - ამ­ბობს ქალი.

მან სამი წელი და­ხარ­ჯა ჯუნ­გლებ­ში სახ­ლის აშე­ნე­ბა­ზე. მას აქვს ყვე­ლა­ფე­რი, მათ შო­რის Wi-Fi. ვა­ნე­სა ჭამს ექ­სკლუ­ზი­უ­რად "თა­ვი­სი ბა­ღი­დან" - ის ზრდის ბა­ნანს და სხვა­დას­ხვა ტო­პი­კულ ხილს.

2013 წელს მა­რი­ნამ და ვა­ნე­სამ ერ­თობ­ლი­ვად და­წე­რეს წიგ­ნი ჯუნ­გლე­ბის შე­სა­ხებ სა­ხელ­წო­დე­ბით "უსა­ხე­ლო გო­გო­ნა".

ოჯახ­თან ერ­თად


ახლა მა­რი­ნა სა­მოც­და­ათ­ზე მეტი წლი­საა, ვა­ნე­სა კი ორ­მო­ცის, ისი­ნი ხში­რად ეს­წრე­ბი­ან თოქ-შო­უ­ებს, სა­უბ­რო­ბენ ტრო­პი­კულ ტყე­ში ცხოვ­რე­ბა­ზე და თა­მა­შე­ბენ დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მებ­ში.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა