ENews.Ge ახალი ამბები

წლების წინანდელი სკანდალის გამო ამხედრებული მაყურებელი და ცოლი, რომელსაც მედიისგან მალავს - როგორია ცნობილი სერიალის გმირის ცხოვრება ეკრანს მიღმა



ბა­რიშ კი­ლი­ჩი პო­პუ­ლა­რუ­ლი თურ­ქულ იმე­ლოდ­რა­მე­ბით გახ­და. მსა­ხი­ობს უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყავს, რო­გორც სამ­შობ­ლო­ში, ასე­ვე სხვა ქვეყ­ნებ­შიც. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მას შემ­დეგ და­იმ­სა­ხუ­რა, რაც ეკ­რა­ნებ­ზე სე­რი­ა­ლი "შერ­ბე­თი" გა­მო­ვი­და...

ბავ­შვო­ბა და ახალ­გაზ­რდო­ბა

ბა­რიშ კი­ლი­ჩი 1978 წლის 21 თე­ბერ­ვალს მა­ლა­თი­ის პრო­ვინ­ცი­ის ქა­ლაქ არ­გუ­ვან­ში, პე­და­გო­გე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ბიჭი ხუთი წლის იყო, რო­დე­საც მისი მშობ­ლე­ბი სა­ცხოვ­რებ­ლად სტამ­ბოლ­ში გა­და­ვიდ­ნენ. სა­შუ­ა­ლო სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მო­მა­ვალ­მა ვარ­სკვლავ­მა თურ­ქე­თის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო.

გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, კი­ლი­ჩი აშშ-ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც რამ­დე­ნი­მე წელი იცხოვ­რა. სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა კი სტამ­ბო­ლის იე­დი­თე­ფეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა­ზე გა­აგ­რძე­ლა სწავ­ლა, პა­რა­ლე­ლუ­რად და­ინ­ტე­რეს­და კი­ნო­თი. მალე მო­მა­ვა­ლი მსა­ხი­ო­ბი რეკ­ლა­მა­ში გა­და­ი­ღეს. იმ­დე­ნად მო­ე­წო­ნა კა­მე­რას­თან მუ­შა­ო­ბა, რომ გა­და­წყვი­ტა სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა და­ე­წყო.

კინო კა­რი­ე­რა

ბა­რი­ში კი­ნო­ში პირ­ვე­ლად 26 წლის ასაკ­ში გა­და­ი­ღეს. ეს იყო სა­ტე­ლე­ვი­ზიო დრა­მა "ჩემი შვი­ლე­ბი", სა­დაც ეპი­ზო­დუ­რი როლი ითა­მა­შა. მალე მის ფილ­მოგ­რა­ფია რამ­დე­ნი­მე სე­რი­ა­ლით შე­ივ­სო, თუმ­ცა წარ­მა­ტე­ბა ჯერ კი­დევ წინ იყო, ეპი­ზო­დურ რო­ლებ­ში მსა­ხი­ო­ბი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­მა ვერ შე­ამ­ჩნი­ეს.

კი­ლი­ჩის კა­რი­ე­რა­ში გარ­დამ­ტე­ხი მო­მენ­ტი 2011 წელს დად­გა, რო­დე­საც სე­რი­ალ­ში "მე მას ფე­რი­ჰა ვუ­წო­დე" გა­და­ი­ღეს. მას­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ მე­თინ ჩეკ­მე­ზი, ჩა­ღა­თაი ულუსოი, დე­ნიზ უღუ­რი, ვა­ჰი­დე პერ­ჩი­ნი. მსა­ხი­ო­ბი 58 ეპი­ზოდ­ში გა­მოჩ­ნდა და აქე­დან და­ი­წყო მისი წარ­მა­ტე­ბა სე­რი­ა­ლე­ბის სამ­ყა­რო­ში. მი­სით ცნო­ბი­ლი თურ­ქი რე­ჟი­სო­რე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ და მალე ბა­რიშ­ზე ნა­დი­რო­ბა გა­მო­ცხად­და.

კი­ლი­ჩი გა­და­ი­ღეს სე­რი­ა­ლებ­ში "ტი­ტე­ბის დრო" და "ვარ­დე­ბის ომი", სა­დაც ცნო­ბილ მსა­ხი­ო­ბებ­თან სე­ლენ სო­ი­დერ­თან და აიზე აკინ­თან ერ­თად ითა­მა­შა. მაგ­რამ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი პო­პუ­ლა­რო­ბა მა­შინ მო­ვი­და, რო­დე­საც "აკ­რძა­ლულ ხილ­ში" ითა­მა­შა. არა­ნაკ­ლე­ბი პო­პუ­ლა­რო­ბა ხვდა წი­ლად სე­რი­ალს "ყვე­ლა­ფე­რი ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ", სა­დაც მისი პარტნი­ო­რე­ბი გო­კჩე ბა­ჰა­დი­რი და სუმ­რუ იავ­რუ­ჩუკ­თა­ნი იყ­ვნენ.

2022 წელს, ეკ­რა­ნებ­ზე „შერ­ბე­თი“ გა­მო­ვი­და, სა­დაც ბა­რი­ში ომერ უნა­ლის როლს თა­მა­შობს. სე­რი­ალ­მა ბა­რიშს მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში მო­უ­ტა­ნა პო­პუ­ლა­რო­ბა.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

თურ­ქი მსა­ხი­ო­ბის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან მშვი­დია. ბა­რიშ 2007 წელს იქორ­წი­ნა აი­შე­გულ აკ­მე­დირ­ზე. ქალს არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო კი­ნოს­თან, ბა­რიშ­ზე ქორ­წი­ნე­ბის დროს ტუ­რის­ტულ სა­ა­გენ­ტო­ში მუ­შა­ობ­და. წყვი­ლი ორ ვაჟს, ბა­ტუ­სა და ემირს ზრდის. ბა­რი­ში ცნო­ბი­ლია რო­გორც სა­ნი­მუ­შო ქმა­რი და მამა. ის არა­სო­დეს გახ­ვე­უ­ლა პი­რად ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სკან­და­ლებ­ში.

კი­ლი­ჩი გულ­მოდ­გი­ნედ იცავს მე­უღ­ლე­სა და შვი­ლებს პრე­სი­სა და თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის ზედ­მე­ტი ყუ­რა­დღე­ბის­გან.

"რო­გორც ადა­მი­ა­ნი, სუ­ლი­ე­რად ბედ­ნი­ე­რი ვარ. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ და­ვიც­ვა ჩემი ცოლ-შვი­ლი ჩემი პო­პუ­ლა­რო­ბის­გან. მე თვი­თონ ვიცი, რამ­დე­ნად დამ­ღლე­ლია ეს“, - აღი­ა­რებს თურ­ქი მსა­ხი­ო­ბი.

Საინ­ტე­რე­სო ფაქ­ტე­ბი

ბავ­შვო­ბა­ში კი­ლიჩს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში და ოც­ნე­ბობ­და რომ მო­მა­ვალ­ში თა­ვი­სი ბე­დის სპორ­ტს და­უ­კავ­ში­რებ­და.

ბა­რიშს გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარს ძაღ­ლე­ბი.

ყვე­ლა­ზე დიდი სკან­და­ლი მსა­ხი­ო­ბის ცხოვ­რე­ბა­ში

მას შემ­დეგ, რაც "შერ­ბე­თის“ პირ­ვე­ლი სე­ზო­ნი გა­მო­ვი­და ეკ­რა­ნებ­ზე, თურ­ქი მა­ყუ­რებ­ლის ნა­წილ­მა პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალს ბო­ი­კო­ტი გა­მო­უ­ცხა­და. ამის მი­ზე­ზი სე­რი­ალ­ში ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის შემ­ცვე­ლი სცე­ნე­ბის სიმ­რავ­ლე იყო. მი­ზე­ზი ასე­ვე გახ­და მას­ში ბა­რიშ კი­ლი­ჩის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მა­ყუ­რე­ბელ­მა 2000 წელს მომ­ხდა­რი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე გა­იხ­სე­ნა და მსა­ხი­ო­ბის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტა.

სა­უ­ბა­რია მსა­ხი­ობ გამ­ზე ოზჩე­ლი­კის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის საქ­მე­ზე, სა­დაც მთა­ვარ ნივთმტკი­ცე­ბუ­ლე­ბად სწო­რედ თურ­ქი მსა­ხი­ო­ბის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო იდო. მა­შინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ კი­ლი­ჩი აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ში არც მოწ­მის და არც ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და. არც შემ­ხებ­ლო­ბა ჰქონ­და ამ და­ნა­შა­ულ­თან. რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ საქ­მე­ში მხო­ლოდ მის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი იდო.

თუმ­ცა 18 წლის შემ­დეგ, რო­დე­საც ეს ამ­ბა­ვი სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში დაბ­რუნ­და, ანო­ნი­მუ­რო პრო­ფი­ლე­ბი წერ­დნენ, რომ თით­ქოს კი­ლი­ჩი რა­ი­მე სა­ხით და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო 2000 წელს მომ­ხდარ ფაქტთან და ამ მი­ზე­ზით უნდა შე­ე­წყვი­ტათ "შერ­ბე­თის" ყუ­რე­ბა.

თურ­ქმა მსა­ხი­ობ­მა მა­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა: "მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვი­ღებ. და­ჟი­ნე­ბით ვი­მე­ო­რებ, რომ არც ერთი ეს გან­ცხა­დე­ბა არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს. ეს ყალ­ბი ამ­ბე­ბია. სირ­ცხვი­ლია...“ - წერ­და კი­ლი­ჩი და ანო­ნი­მურ მომ­ხმა­რებ­ლებს და­ე­მუქ­რა, რომ ცი­ლის­წა­მე­ბის­თვის სა­სა­მარ­თლო­ში უჩივ­ლებ­და.

წყარო: https://www.ambebi.ge/

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა