ENews.Ge ახალი ამბები

TikTok-ის ერაყელი ვარსკვლავი ბაღდადში მოკლეს - რა დეტალები ხდება ცნობილი?



ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, ერა­ყე­ლი TIKTOK ვარ­სკვლა­ვი ომ ფა­ჰა­დი ბაღ­დად­ში, სა­კუ­თა­რი სახ­ლის წინ მოკ­ლეს. თავ­დას­ხმა პა­რას­კევს დე­და­ქა­ლა­ქის აღ­მო­სავ­ლეთ ზე­ი­ნის რა­ი­ონ­ში მოხ­და. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა ერა­ყის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­მაც და­ა­დას­ტუ­რა. მა­თი­ვე თქმით, გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­რე­მო­ე­ბებს გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს.

  • გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფა­ჰადს, რომ­ლის ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი ღუფ­რან სა­ვა­დია, თა­ვის მან­ქა­ნა­ში უც­ნობ­მა პირ­მა ეს­რო­ლა. თავ­დამ­სხმე­ლი მო­ტო­ციკ­ლე­ტით იყო. ამე­რი­კუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო Al Hurra იტყო­ბი­ნე­ბა, რომ თავ­დას­ხმის შე­დე­გად კი­დევ ერთი ქალი და­შავ­და.

ფა­ჰადრს TikTok-ზე 10 000-ზე მეტი გა­მომ­წე­რი ჰყავ­და. გა­სულ წელს მას ექ­ვსთვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს ვი­დე­ოს გავ­რცე­ლე­ბის­თვის, რო­მე­ლიც, მო­სა­მარ­თლის მტკი­ცე­ბით, "მოკ­რძა­ლე­ბა­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მო­რალს" ძირს უთხრი­და.ცოტა ხნის წინ, ფა­ჰადსა და ასე­ვე ცნო­ბილ ინფლუ­ენ­სერ და­ლია ნა­იმს შო­რის უთან­ხმო­ე­ბა მოხ­და: ნა­ი­მი - რო­მელ­საც "ერა­ყელ ბარ­ბის" უწო­დე­ბენ - ამ­ტკი­ცებ­და, რომ ფა­ჰადს ერა­ყელ მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თან რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. წყა­რო

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა