ENews.Ge ახალი ამბები

ისრაელ-ირანის დაპირისპირების ესკალაცია გრძელდება (ფოტოები)

ის­რა­ელ­სა და ირანს შო­რის ღია სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი მე-5 დღეა გრძელ­დე­ბა.

ის­რა­ელ­მა ირა­ნი ერა­ყის და­სავ­ლეთ სა­ზღვრი­დან დე­და­ქა­ლაქ თე­ი­რა­ნამ­დე და აღ­მო­სავ­ლე­თით მა­შ­ჰე­დამ­დე და­ბომ­ბა. სა­პა­სუ­ხოდ ირან­მა ის­რა­ე­ლის ქა­ლა­ქე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბი გა­უშ­ვა.

ირან­ში საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის და­წყე­ბი­დან სულ მცი­რე 224 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ის­რა­ელ­მა 24 ადა­მი­ა­ნი და­კარ­გა. მოკ­ლუ­ლია ირა­ნის სამ­ხედ­რო პი­რე­ბი, გე­ნერ­ლე­ბი და რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გვარ­დი­ის დაზ­ვერ­ვის უფ­რო­სი.

საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის და­წყე­ბის შემ­დეგ, ორი­ვე ქვე­ყა­ნა­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი რა­ი­ო­ნე­ბი არა­ერ­თხელ და­ზა­რალ­და. ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუმ ირა­ნი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გან­ზრახ და­ბომბვა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუს გან­ცხა­დე­ბით, ამ ეტაპ­ზე "ის­რა­ე­ლი თე­ი­რა­ნის ცას აკონ­ტრო­ლებს.

“მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცი­ას ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. ჩვენ გა­მარ­ჯვე­ბის­კენ გზა­ზე ვართ. ამას ირა­ნიც კარ­გად ხვდე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ნე­თა­ნი­აჰუმ.

Aljazeera ირა­ნი­დან ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს:

თე­ი­რა­ნის ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თით ნავ­თობ­გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქარ­ხნი­დან კვამ­ლი ამო­დის.


თე­ი­რა­ნის ცენ­ტრი, კე­შა­ვარ­ზის ბულ­ვა­რი - ის­რა­ე­ლის თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი ირა­ნე­ლე­ბი


თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბულ ირა­ნე­ლებს პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა უტარ­დე­ბათ.


თე­ი­რა­ნის ცენ­ტრი - აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი­დან კვამ­ლი ამო­დის


ის­რა­ე­ლი, ქა­ლა­ქი ბნეი ბრა­კი: ბავ­შვი ნან­გრე­ვე­ბის ფონ­ზე


ბნეი ბრა­კი: დრო­ნით გა­და­ღე­ბულ სუ­რათ­ზე მაშ­ვე­ლე­ბი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი შე­ნო­ბე­ბის მახ­ლობ­ლად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბის გვერ­დით დგა­ნან.


ის­რა­ე­ლი, ქა­ლა­ქი ბნეი ბრა­კი
სას­წრა­ფო-სა­მაშ­ვე­ლო დახ­მა­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ თელ-ავივ­ში სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმის ად­გილ­ზე.
ულტრა­ორ­თო­დოქ­სი ებ­რა­ე­ლე­ბი თელ-ავი­ვის აღ­მო­სავ­ლე­თით, ბნეი ბრაკ­ში, ირა­ნის სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმის ად­გილ­ზე მი­ყე­ნე­ბულ ზი­ანს ათ­ვა­ლი­ე­რე­ბენ

წყა­რო

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა