ENews.Ge ახალი ამბები

უმძიმესი კადრები, რომელშიც ჩანს, როგორც სასტიკად ეპყრობა მომვლელი ქალი დემენციით დაავადებულ 88 წლის მამაკაცს - "კამერები რომ არ ყოფილიყო, ეს ადამიანი ხანდაზმულებს ისევ ასე მოექცეოდა"

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში და­ა­კა­ვეს ქალი, რო­მე­ლიც დე­მენ­ცი­ით და­ა­ვა­დე­ბულ 88 წლის მა­მა­კაც­ზე ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობ­და. 42 წლის ბი­ლი­კე­სუ ოლა­გუნ­ჯუს სას­ტი­კი საქ­ცი­ე­ლი ოთახ­ში და­მონ­ტა­ჟე­ბულ­მა კა­მე­რამ და­ა­ფიქ­სი­რა. ქალი მომ­ვლე­ლად მხო­ლოდ 6 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და.

ოლა­გუნ­ჯუმ 88 წლის ჯონ ატარ­დი ჯერ გა­ა­შიშ­ვლა, შემ­დეგ კი ცე­მით და­ე­მუქ­რა და მი­სა­ღე­ბი ოთა­ხის ია­ტაკ­ზე გა­და­ათ­რია.

„შე­იძ­ლე­ბა გცე­მო. გცემ... ინექ­ცი­ე­ბის გა­სა­კე­თებ­ლად ოჯა­ხის ექიმ­თან წა­გიყ­ვან. პო­ლი­ცი­ას გა­მო­ვი­ძა­ხებ“ - ეუბ­ნე­ბა ის მო­ხუცს. შემ­დეგ კი დი­ა­ბე­ტით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ატარ­დის ყა­ვა­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შა­ქარს ყრის და გა­როზგ­ვით ემუქ­რე­ბა.

მო­ხუ­ცი მთე­ლი სა­უბ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მას არა­ერ­თხელ ეუბ­ნე­ბა: „თქვენ მტკენთ“.

მომ­დევ­ნო დღეს ატარ­დი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იპო­ვეს. იგი სას­წრა­ფოდ გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სა­დაც ათი დღე­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვეს ექ­ვსკვი­რი­ა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ვაჟ­მა, კრის ატარ­დმა, გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნი "შე­უ­რა­ცხყო­ფად“ მი­იჩ­ნია.

"კა­მე­რე­ბი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, ეს ადა­მი­ა­ნი ისევ თა­ვი­სუ­ფა­ლი იქ­ნე­ბო­და და ხან­დაზ­მუ­ლებს ასე მო­ექ­ცე­ო­და. მე პი­რო­ბით სას­ჯელს ვე­ლო­დი, მაგ­რამ მისი ხან­გრძლი­ვო­ბა შე­უ­რა­ცხყო­ფაა. რა სა­ხის შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ფაქ­ტო­რია ეს?... შო­ბის დილა იყო, რო­დე­საც მამა სა­წოლ­ში უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­პო­ვე. გაკ­ვე­თა თქვენს ქმე­დე­ბებს მის სიკ­ვდილ­თან ვერ და­ა­კავ­ში­რებს - მაგ­რამ პი­რა­დად მე მი­მაჩ­ნია, რომ თქვენ­მა ქმე­დე­ბებ­მა, ნა­წი­ლობ­რივ, ხელი შე­უ­წყო მის უე­ცარ გარ­დაც­ვა­ლე­ბას", - მი­მარ­თა მან მომ­ვლელს.

წყა­რო

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა