ENews.Ge ახალი ამბები

"ვლადიმერ პუტინი ემანუელ მაკრონს ესაუბრა, რადგან რუსეთის პრეზიდენტი თავაზიანი ადამიანი და შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსია" - სერგეი ლავროვი

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ტე­ლე­ფო­ნის ყურ­მი­ლი აიღო, რო­დე­საც საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა და­უ­რე­კა, რად­გან ის არას­დროს ამ­ბობს უარს დი­ა­ლოგ­ზე ოპორ­ტუ­ნის­ტუ­ლი იდე­ო­ლო­გი­უ­რი ინ­სტინ­ქტე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად, - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, სერ­გეი ლავ­როვ­მა გა­ნა­ცხა­და.

"იცით, მგო­ნი პა­სუ­ხი აშ­კა­რაა. პა­სუ­ხი იმ პრინ­ცი­პებ­შია, რომ­ლი­თაც რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ხელ­მძღვა­ნე­ლობს. ის ჭეშ­მა­რი­ტად თა­ვა­ზი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი და შორ­სმჭვრე­ტე­ლი პო­ლი­ტი­კო­სია, რო­მე­ლიც არას­დროს ამ­ბობს უარს დი­ა­ლოგ­ზე რა­ღაც ოპორ­ტუ­ნის­ტუ­ლი იდე­ო­ლო­გი­უ­რი ინ­სტინ­ქტე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად“, - აღ­ნიშ­ნა ლავ­როვ­მა, რო­დე­საც უპა­სუ­ხა შე­კი­თხვას, რა­ტომ პა­სუ­ხო­ბენ საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენტს, ემა­ნუ­ელ მაკ­რონს, რო­დე­საც ის მოს­კოვ­ში რე­კავს.

მისი თქმით, კრემ­ლმა სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის ში­ნა­არ­სის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და. "ყვე­ლა­ფე­რი და­ნარ­ჩე­ნი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ტრა­დი­ცი­ის სა­კი­თხია“, - დას­ძი­ნა ლავ­როვ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რუ­სე­თი­სა და საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტებ­მა 1-ელ ივ­ლისს ტე­ლე­ფო­ნით ისა­უბ­რეს.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა