ENews.Ge ახალი ამბები

მკვლელობა ცნობილ ნარკობარონთან ურთიერთობის გამო - 23 წლის ეკვადორელი მოდელი კაფეში ჩაცხრილეს



"მის ეკ­ვა­დო­რის" ყო­ფი­ლი კონ­კურ­სან­ტი შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პი­რებ­მა რეს­ტო­რან­ში მოკ­ლეს. 23 წლის ლენ­დი პა­რრა­გა მე­გო­ბარ­თან ერ­თად სა­სა­დი­ლოდ იმ­ყო­ფე­ბო­და, როცა შე­ნო­ბა­ში ორი მა­მა­კა­ცი შე­იჭ­რა, ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა პა­რრა­გას ეს­რო­ლა, ქალი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. თავ­დას­ხმა გა­სულ კვი­რას მოხ­და. დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ად­გი­ლი­დან მი­ი­მალ­ნენ.

და­ნა­შა­უ­ლის სა­ვა­რა­უ­დო მო­ტი­ვად პა­რრა­გა­სა და ცნო­ბილ ნარ­კო­ბა­რო­ნის, ლე­ან­დრო ნო­რე­როს ურ­თი­ერ­თო­ბა და­სა­ხელ­და. 2023 წლის 14 დე­კემ­ბერს ეკ­ვა­დორ­ში ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით 31 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. ყვე­ლა მათ­გა­ნი ლე­ან­დრო ნო­რე­როს­თვის მუ­შა­ობ­და. სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე თა­ვად ნო­რე­როს პი­რა­დი მი­მო­წე­რაც ამო­ი­ღეს:

"თუ ჩემი ცოლი მის სა­ხელს გა­ი­გებს, შარ­ში ვიქ­ნე­ბი. მე­გო­ბა­რო, მისი სა­ხე­ლი არ­სად არ უნდა გაჟ­ღერ­დეს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ჩემი სამ­ყა­რო და­ინ­გრე­ვა“ - ვკი­თხუ­ლობთ შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში, რო­მე­ლიც ნო­რე­რომ ტა­ვის ბუ­ღალ­ტერს, ჰე­ლი­ვე ან­გუ­ლოს გა­უგ­ზავ­ნა. თა­ვად ნო­რე­რო 2022 წელს, 6-თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ ცი­ხე­ში მოკ­ლეს.

პა­რრა­გას მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. საქ­მე­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვინ და­უ­კა­ვე­ბი­ათ.

ბოლო წლებ­ში ეკ­ვა­დორ­ში მკვლე­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი რე­კორ­დულ დო­ნემ­დე გა­ი­ზარ­და. თა­ვე­ბის მოკ­ვე­თა, პორ­ტებ­ში ხოც­ვა-ჟლე­ტა, სა­ჯა­რო ჩა­მოხ­რჩო­ბა და წა­მე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ მოვ­ლე­ნად იქცა. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის Crisis Group-ის გა­სუ­ლი წლის მოხ­სე­ნე­ბის თა­ნახ­მად, ეკ­ვა­დო­რის ღა­რიბ რა­ი­ო­ნებ­ში ბევ­რი ოჯა­ხის სა­არ­სე­ბო წყა­რო სწო­რედ ნარ­კო­ბიზ­ნეს­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა