მაშტაბური სპეცოპოერაცია მოდელები და იმფლუენსერები ძებნაში არიან
თურქეთში მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად 17 ადამიანი დააკავეს, რომლებსაც სოციალურ მედიაში სექსუალური შინაარსის მასალის გავრცელებასა და მისი სანახავად გამომწერებისგან თანხის აღებაში ადანაშაულებენ. გამოძიების ფარგლებში დაკავების ორდერები გაცემულია ოთხ ცნობილ ინფლუენსერზეც, თუმცა ისინი ამ დროისთვის საზღვარგარეთ იმყოფებიან.
ზრდასრულთა პლატფორმა OnlyFans თურქეთში 2023 წლის ივნისიდან აკრძალულია. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ პლატფორმაზე წვდომა კვლავ ხორციელდებოდა შეცვლილი IP მისამართების გამოყენებით.
პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილები მიღებულ თანხებს უძრავ და მოძრავ ქონებაში, ასევე ბიტკოინსა და ოქროში აბანდებდნენ. ამოღებულია დაახლოებით 5 მილიონი ფუნტი სტერლინგი, კონფისკებულია 14 ავტომობილი და 10 უძრავი ქონება. OnlyFans-ის მოდელებს თურქეთში პატიმრობა ემუქრებათ.












