ENews.Ge ახალი ამბები

ევაკუაცია Burj Khalifa-დან და დაპანიკებული ტურისტები... - რა ხდებოდა დუბაიში, აფეთქებებისას: "ბომბის ხმა რომ გავიგე, თავიდან მიწისძვრა მეგონა"

გუშინ, 20:44
291
ევაკუაცია Burj Khalifa-დან და დაპანიკებული ტურისტები... - რა ხდებოდა დუბაიში, აფეთქებებისას: "ბომბის ხმა რომ გავიგე, თავიდან მიწისძვრა მეგონა"


დუ­ბა­ი­ში მდე­ბა­რე ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო Fairmont The Palm ირა­ნის თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­ზი­ან­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რა­კე­ტა შე­ნო­ბას მოხ­ვდა, რა­საც აფეთ­ქე­ბა და ხან­ძა­რი მოჰ­ყვა. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ებ­ში ჩანს, რო­გორ ტო­ვე­ბენ ტუ­რის­ტე­ბი ტე­რი­ტო­რი­ას და უსაფრ­თხო ად­გი­ლას გა­დას­ვლას ცდი­ლო­ბენ.

ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და 11-წა­მი­ა­ნი ვი­დეო, რო­მელ­შიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, დუ­ბა­ის ცაზე ირა­ნის ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბის გაშ­ვე­ბის მო­მენ­ტია ასა­ხუ­ლი.

ინ­ცი­დენ­ტი მას შემ­დეგ მოხ­და, რაც ირან­მა შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით რე­გი­ონ­ში მას­შტა­ბუ­რი სა­რა­კე­ტო იე­რი­შე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. თე­ი­რა­ნის გან­ცხა­დე­ბით, დარ­ტყმე­ბი მი­ი­ტა­ნეს აბუ-და­ბი­ზე, დუ­ბა­ი­ზე და ის­რა­ელ­ზე, ასე­ვე აშშ-ის მე­ხუ­თე ფლო­ტის სერ­ვის ცენ­ტრზე მა­ნა­მა­ში, ბაჰ­რე­ინ­ში. ირა­ნის მტკი­ცე­ბით, იე­რი­შე­ბის სა­მიზ­ნე იყო სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტე­ბი კა­ტა­რის, აბუ და­ბი­სა და ქუ­ვე­ი­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

დუ­ბა­ი­ში მცხოვ­რებ­მა 50 წლის სა­მან­ტა დი­კო­მომ გა­ნა­ცხა­და, რომ ალ-დაფ­რას სა­ჰა­ე­რო ბა­ზის მი­მარ­თუ­ლე­ბით მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის კედ­ლე­ბი შე­ირ­ყა.

"ძლი­ე­რი ხმა გა­ვი­გე. კედ­ლე­ბი შე­ირ­ყა", — თქვა მან და აღ­ნიშ­ნა, რომ აფეთ­ქე­ბამ­დე არა­ნა­ი­რი გაფრ­თხი­ლე­ბა არ მი­უ­ღია.

"უბ­რა­ლოდ ჩემს საქ­მეს ვა­კე­თებ­დი, რო­დე­საც ბომ­ბის მკა­ფიო ხმა გა­ვი­გე. თა­ვი­დან მი­წისძვრა მე­გო­ნა. არ ვიცი, ამ­ჟა­მად რა არის უსაფრ­თხო. ქუ­ჩე­ბი ცა­რი­ე­ლია. ჩვე­უ­ლებ­რივ, გა­ცი­ლე­ბით მეტი მან­ქა­ნა და ავ­ტო­ბუ­სი მოძ­რა­ობს".

არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ა­მი­რო­ებ­ში თავ­დას­ხმე­ბის ფონ­ზე მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შე­ნო­ბი­დან — Burj Khalifa — ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და.

გა­მო­ცე­მა Turkiye Today-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ნო­ბა­ში ხან­ძა­რი გაჩ­ნდა. ამა­ვე წყა­როს ცნო­ბით, დუ­ბა­ი­ში ყვე­ლა რე­ი­სი გა­უქ­მდა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღეს დი­ლით, ირა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ აშშ და ის­რა­ე­ლი ერ­თობ­ლივ დარ­ტყმე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ნე­თა­ნი­აჰუს ცნო­ბით, ირა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ის­რა­ე­ლის ოპე­რა­ცი­ას "ლო­მის ღრი­ა­ლი" ეწო­დე­ბა.

და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დარ­ტყმე­ბის ერთ-ერთი სა­მიზ­ნე ირა­ნის პრე­ზი­დენ­ტის, მა­სუდ ფე­ზეშ­ქი­ა­ნის რე­ზი­დენ­ცია იყო. თუმ­ცა, რო­გორც ირა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი წე­რენ, პრე­ზი­დენ­ტი უსაფრ­თხო­დაა.

ირან­ზე სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმე­ბის და­წყე­ბის შემ­დეგ, ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუმ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა:

"ჩემო ძმე­ბო და დებო, ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბო, ცოტა ხნის წინ, ის­რა­ელ­მა და შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა ირან­ში ტე­რო­რის­ტუ­ლი რე­ჟი­მის მიერ შექ­მნი­ლი ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი საფრ­თხის მო­სა­შო­რებ­ლად ოპე­რა­ცია და­ი­წყეს.

მად­ლო­ბას ვუხ­დი ჩვენს დიდ მე­გო­ბარს, პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამპს, მისი ის­ტო­რი­უ­ლი ლი­დე­რო­ბის­თვის. 47 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აია­თო­ლას რე­ჟი­მი ის­რა­ე­ლე­ლი და ამე­რი­კე­ლი ხალ­ხის სიკ­ვდილს ითხოვ­და.

მან ჩვე­ნი სის­ხლი დაღ­ვა­რა, მრა­ვა­ლი ამე­რი­კე­ლი მოკ­ლა და სა­კუ­თა­რი ხალ­ხიც გა­ა­ნად­გუ­რა. ეს მკვლე­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი რე­ჟი­მი არ უნდა იყოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღით. დად­გა დრო, რომ ირა­ნე­ლი ხალ­ხის ყვე­ლა ფე­ნამ - სპარ­სე­ლებ­მა, ქურ­თებ­მა, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებ­მა, ბე­ლუ­ჯებ­მა და აჰვა­ზებ­მა - მო­ი­შო­რონ ტი­რა­ნი­ის უღე­ლი და ქვე­ყა­ნა­ში და­ამ­ყა­რონ თა­ვი­სუფ­ლე­ბა და მშვი­დო­ბა.

მო­გი­წო­დებთ თქვენ, ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბო, მო­უს­მი­ნოთ შიდა ფრონ­ტის სარ­დლო­ბის მი­თი­თე­ბებს. უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში, ოპე­რა­ცია "ლო­მის ღრი­ა­ლის" ფარ­გლებ­ში, ყვე­ლას მოთ­მი­ნე­ბა და სიმ­ტკი­ცე გვმარ­თებს. ერ­თად დავ­დგე­ბით, ერ­თად ვიბ­რძო­ლებთ და ერ­თად უზ­რუნ­ველ­ვყოფთ ის­რა­ე­ლის მა­რა­დი­სო­ბას" - ნათ­ქვა­მია ნე­თა­ნი­აჰუს გან­ცხა­დე­ბა­ში.

წყა­რო

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა